ბერლინის "ჰერტას" ცენტრალური მცველი, კარიმ რეკიკი, მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური თავდამსხმელით, რობერტ ლევანდოვსკით, იმედგაცრუებულია.
ბუნდესლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში, "ბაიერნსა" და "ჰერტას" (1:0) შორის, რეკიკმა ლევანდოვსკიზე უხეშობის გამო პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
თამაშის შემდეგ პოლონელმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ ეს აშკარა წითელი იყო, რასაც რეკიკი არ ეთანხმება."მისი განცხადებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მას დიდებულ მოთამაშედ ვიცნობ, მაგრამ ჩემი აზრით, ის სიმართლეს არ ამბობს.
მას ვთავაზობ, რომ ამ ინციდენტს ერთად ვუყუროთ. როდესაც სამართლიან წითელ ბარათს ვიღებ, გასახდელში შევდივარ და მოვკეტავ ხოლმე. რატომ თქვა მან ეს?", - განაცხადა რეკიკმა.