...

არეულობა და ცვლილება (1980-1989)

მას შემდეგ, რაც კლუბმა ეროვნული ჩემპიონატი ხუთი წლის განმავლობაში ვერ მოიგო, გენერალურმა დირექტორმა, ული ჰიონესმა, პოლ ბრაიტნერისა და კარლ-ეინც რუმენიგეს დახმარებით "ბაიერნი" კვარცხლბეგზე დააბრუნა. ამ უნიკალურ დუეტს ჟურნალისტებმა "ბრაიტნიგეც" კი შეარქვეს. უნიკალური დრიბლინგისა და მკვლელის ინსტიქტის მქონე ფორვარდმა 218 გოლი გაიტანა, ხოლო დიდებულმა მცველმა 110. მათ ერთად მიუნხენურ კლუბს ორი ბუნდესლიგა და ერთი გერმანიის თასი მოაგებინეს.

ზედიზედ ორ ვერცხლის სინს 80-იანი წლების ბოლოს კიდევ ხუთი ეროვნული ჩემპიონატის ტიტული შეემატა და "ბაიერნი" გერმანიის ნომერ პირველ კლუბად სამუდამოდ დამკვიდრდა. ბავარიაში ფეხბურთელების უნიკალური თაობა წამოვიდა, რომლის იმედიც არამხოლოდ მიუნხენს, არამედ სრულიად გერმანულ ფეხბურთს ჰქონდა. 1982 წელს "ბაიერნმა" თასის ლეგენდარული ფინალი მოიგო. ისინი "ნიუნრბერგთან" 0:2 მარცხდებოდნენ, მაგრამ დიტერ ჰიონესის დიდებული თამაშის წყალობით 4:2 იმარჯვეს. იმავე წელს გუნდი ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა, მაგრამ იქ "ასტონ ვილასთან" 0:1 დამარცხდა. ზაფხულში კი გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც წააგო იტალიასთან - 1:3.

ახლა კი დროა შევაქოთ მიუნხენური გრანდის აკადემია, რომლის აღზრდილმა მოთამაშეებმა 1965-81 წლების პერიოდში, წლის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი თერთმეტჯერ მოიპოვეს: ბეკენბაუერი (4), მაიერი (3), მიულერი (2), რუმენიგე და ბრაიტნერი (1-1).

80-იანი წლების ბოლოს მიღწეულ წარმატებებს კი ლეგენდარულმა უდო ლატეკმა ჩაუყარა საფუძველი. ის "ბაიერნში" 1983 წელს დაბრუნდა. პირველი ტიტული კი იმავე სეზონში მოიგო, როდესაც მისმა გუნდმა გერმანიის თასის ფინალში, პენალტების სერიით, მიუნხენგლადბახის "ბორუსია" დაამარცხა. "საფეხბურთ ლატარეის" დროს მიუნხენელთა კარში ერთ-ერთი პენალტი ლოთარ მათეუსმა გააფუჭა, რომელიც მომავალი წლიდან უკვე "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელი იყო. სამაგიეროდ, გუნდი კალე რუმენიგემ დატოვა, რომელიც მილანის "ინტერსში" რეკორდული თანხის, 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ წავიდა.

ლატეკმა "ბაიერნს" გერმანიის ეროვნული ჩემპინატი ზედიზედ სამჯერ მოაგებინა, 1985/86 წლების კამპანიაში კი მორიგი დუბლიც გაიფორმეს. მომდევნო წელს "რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა თასის ფინალში კვლავ გავიდა, მაგრამ ისევ დამარცხდა, ამჯერად - "პორტუსთან" 1:2. 1988 წელს კი გუნდში იუპ ჰაინკესი მივიდა, რათა ახალი გუნდი აეშენებინა. მიუნხენური გრანდი ბრემემ, ედერმა, ჰიუზმა, მიხაელ რუმენიგემ და მათეუსმა დატოვეს.

ოქროს წლები (1966-79)      მწვრთნელების მუდმივი როტაცია და ტიტულები (1990-99)скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა