კომანმა ტრავმა მიიღო

კომანმა ტრავმა მიიღო

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად "აუგსბურგის" წინააღმდეგ კინგსლი კომანმა დაზიანება მიიღო.

მიუნხენის "ბაიერნმა" გასვლაზე 3:2 იმარჯვა და ახალგაზრდა ფრანგმა გარემარბმა შესანიშნავად იასპარეზა - პირველ ტაიმში დუბლი გაიფორმა.

თუმცა შეხვედრის მიწურულს, უკვე ბოლო წუთებზე, კომანმა ერთ-ერთი შეჯახების შემდეგ ტრავმა მიიღო და მოედანი კოჭლობით დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად სერიოზულია კინგსლი კომანის დაზიანება, მაგრამ ის საკმაოდ მძიმედ გამოიყურებოდა და დიდია ალბათობა, რომ მინიმუმ რამდენიმე კვირა გამოტოვოს.

მომდევნო კვირას კი "რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ თამაშს გამართავს სტუმრად "ლივერპულთან". მატჩი 19 თებერვალს ჩვენი დროით 00:00 საათზე გაიმართება.


16-02-2019, 20:57
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0