აუგსბურგი 23 ბაიერნი  მატჩისშემდგომი კომენტარები

აუგსბურგი 23 ბაიერნი მატჩისშემდგომი კომენტარები

გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად "აუგსბურგი" 3:2 დაამარცხა და ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.

მატჩისშემდეგომ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა ისაუბრეს.

ნიკო კოვაჩი: "თამაშში შესვლა ცოტათი გაგვიჭირდა. არ მახსენდება, რომ ასე ადრე გაგვეშვას გოლი, ამან ძალიან გამაბრაზა. თუმცა სერიოზული ბრძოლა მივიღეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში უფრო მკაფიო უპირატესობა გვქონდა. საერთო ჯამში ეს საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება იყო. შესაძლოა ჩვენს გონებაში უფრო მეტად "ლივერპული" იყო, ამას არ გამოვრიცხავ. ეს კარგი არ არის, მაგრამ ადამიანური ფაქტორია".

მანუელ ნოიერი: "დაცვაში კარგად თამაში და კარის მშრალად შენახვა გვინდოდა. სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა. ბურთის გარეშე უკნიდან ყველაფერი ნორმალურად ჩანს, მაგრამ ორივე ბურთი ფლანგებიდან განხორციელებული შეტევის შედეგად გავუშვით".

მანუელ ბაუმი ("აუგსბურგის" მთავარი მწვრთნელი): "დღის ბოლოს ცარიელი ხელებით დავრჩით. თუმცა მთავარი ისაა, რომ მთელმა გუნდმა კარგად იმუშავა და ყველაფერი დადო. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და "ბაიერნი" ლიმიტამდე მიიყვანეს. კომპლიმენტები ჩემს გუნდს".

მიხაელ გრეგორიჩი ("აუგსბურგის" ნახევარმცველი): "აუგსბურგში ბრძოლა ყოველთვის მნიშვნელოვანია და ამჯერად ეს საკმაოდ კარგი გუნდის წინააღმდეგ გავაკეთეთ. სირცხვილია, რომ საბოლოოდ ვერაფერი მოვიპოვეთ. მეორე საპასუხო ბურთი შესვებენის წინ ნამდვილად დიდი უიღბლობა იყო. ბოლოსკენ მეტოქე ცოტათი მოდუნდა, მაგრამ ჩვენ მომენტები ვერ შევქმენით".


16-02-2019, 21:27
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0