...

ვან ბომელი: "ვან გაალს ყველაფერი ვუთხარი და ოთახი ატირებულმა დავტოვე"

მიუნხენის "ბაიერნის" ისტორიაში ერთადერთმა არაგერმანელმა კაპიტანმა და ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, მარკ ვან ბომელმა, ლუი ვან გაალის პერიოდი გაიხსენა და მასთან მუშაობის სირთულეებზე ისაუბრა.

ცნობილი ჰოლანდიელი მოთამაშე "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2006-11 წლებში იცავდა. მისი თანამემამულე ვან გაალი კი, რომელსაც საკუთარი პრინციპები და ჯიუტი ხასიათი ჰქონდა, გუნდს 2009-11 წლებში ხელმძღვანელობდა.

"მე საკუთარ თანაგუნდელებს ყოველთვის ვიცავდი და როდესაც ლუი ვან გაალი ვინმეს უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა, ყოველთვის საკუთარ აზრს გამოვთქვამდი.

2010 წელს ჩვენს შორის საკმაოდ დაძაბული საუბარი გაიმართა. მაშინ მას ყველაფერი ვუთხარი, რაც არ მომწონდა და ოთახიდან აცრემლებული გამოვედი.

ვიცოდი, რომ ჩემი დრო მიუნხენის "ბაიერნში" დასასრულს უახლოვდება. ვან გაალს ბევრის ატანა შეუძლია, მაგრამ მასთან ჩხუბი ნამდვილად არ ღირს", - განაცხადა ვან ბომელმა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
მარკ ვან ბომელი ლუი ვან გაალი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა