...

მიულერი: "2017 წელს საკუთარი თავისგან უფრო მეტს ველი"

მიუნხენური გრანდის გერმანელმა შემტევმა, ტომას მიულერმა, დოჰაში პირველი ვარჯიშების შემდეგ მიმდინარე სეზონის განვლილი ნაწილი შეაფასა და აღიარა, რომ ახალი წლიდან მოსამატებელი აქვს.

"ბუნდესლიგის ცხრილი პირველი წრის შემდეგ იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითარდება და ეროვნული ჩემპიონატი უფრო და უფრო კონკურენტუნარიანი ხდება.

კატარში საკმაოდ ნაყოფიერი სავარჯიშო პროცესი გველის და იმედი მაქვს, რომ მეორე წრეს კარგ ფორმაში შევხვდებით. ყველაზე მთავარი კი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფისათვის სრული მზადყოფნაა.

ვთვლი, რომ ჩვენთვის პირველი წრე, საბოლოო ჯამში, წარმატებული გამოდგა. პირადად მე კი მინდოდა, რომ უფრო მეტი გამეტანა და უკეთ მეთამაშა. 2017 წელს საკუთარი თავისგან უფრო მეტს ველი", - განაცხადა მიულერმა.

27 წლის გერმანელმა სეზონის პირველ ნახევარში, ყველა ტურნირზე ერთად, 22 თამაში ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ტომას მიულერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Hansi
Hansi | 5 იანვარი 2017 20:36
თომას საუკეთესო ხარ, გიოცე კი არა შენ ხარ ოქროს ბიჭუნა და რომ არა შენ გერმანია კვლავ გამოეთიშებოდა ტურნირს და მსოფლიოს ვერ მოიგებდა. განსაკუთრებული და ნამდვილი ბავარიელი ხარ!!! heart_eyes

კიდევ დავამატებ, რომ იმისდა მიუხედავად რომ იტალიელს ძირითადში იშვიათად გამოყავდა მიულერი ან რობენის ადგილას ათავსებდა, მშვენიერი წრე ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაზეც გაიტანა, თასზეც, სუპერთასზეც, ბუნდესლიგაშიც და 5 საგოლე გადაცემაც გააკეთა რაც საუკეთესო მაჩვენებელია ბაიერნში. ასე რომ აი იმ ბიჭს მიმიხედეთ სახელად რობერტა რომ ქვია, ფორვარდის როლს რომ ასრულებს ბაიერნში და ნაკლებად რომ ამართლებს. მითუმეტეს რომ კარლომ მოსვლის დღიდან ფლანგები დატვირთა და ყველა გადაცემა რობერტის დაგვირგვინებით უნდა დასრულდეს მაგრამ პოლონელი თავის სიმაღლეზე არ დგას.
მილერი
მილერი | 5 იანვარი 2017 22:48
[quote=Hansi]
შენ კომენტარებს ვკითხულობ და ძაან მაგარი ხარ <3
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა