...

ჰიონესი მიულერზე, რობენსა და სხვა საინტერესო თემებზე ინტერვიუში

გუშინ საღამოს ბრიტანულმა გამოცემა "Sky Sports-მა" მიუნხენური გრანდის იუბილარ პრეზიდენტთან, ული ჰიონესთან, ინტერვიუ ჩაწერა, სადაც 65 წლის გერმანელმა სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მისტერ ჰიონეს, სამი წლის წინ პეპ გვარდიოლა მოვიდა და კლუბს ბევრი რამ საკუთარი გამოცდილებიდან შემატა. ახლა კარლო ანჩელოტი მოვიდა. გარდა ამისა, "ბაიერნში" ბევრი უცხოელი მოთამაშე თამაშობს. შეიცვალა თუ არა მიუნხენური კლუბის დნმ ცოტათი მაინც?
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უცხოელი მოთამაშეების "MIA SAN MIA" მენტალიტეტში ინტეგრირება გამოგვივა. "ბაიერნი" არა არის მხოლოდ გერმანელების კლუბი, მთავარია მოთხოვნები და ჩვეულებები ყველამ გაითავისოს. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა გერმანელი ფეხბურთელები დაიმატოს და განავითაროს. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია "ბაიერნი", რომლის სასტარტო შემადგენლობაში არც ერთი გერმანელი არ იქნება."

მნიშვნელობა არ აქვს გვარდიოლაა თუ ანჩელოტი - გუნდის მომზადებაში მუდმივ მონაწილეობას ჰერმან გერლანდი იღებს. არის თუ არა ეს შეუცვლელი ასისტენტი მისაბაძი მაგალითი?
"ჰერმან გერლანდი იმის ნათელი დასტურია, რომ "ბაიერნის" კულტურის შესაცნობად ბავარიული ფესვები აუცილებელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ის ბავარიელი არ არის, კლუბის სტრუქტურაში უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამის კიდევ რამდენიმე მაგალითია, თუნდაც სამუელ კუფური, რომელიც ფანებს ძალიან უყვართ. ის საერთოდ არ იყო გერმანელი, მაგრამ "ბაიერნის" ღირსება და გერბი სწორედ ისე დაიცვა, როგორც საჭირო იყო."

სებასტიან რუდისადმი და ნიკოლას ზიულესადმი ინტერესი სწორედ გერმანელებით შემადგენლობის შევსების მცდელობა ხომ არაა?
"ჩვენ ამას ყოველთვის ვცდილობდით. თუმცა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოთამაშეს ჰქონდეს შესაფერისი კლასი, რათა აქ თავი დაიმკვიდროს. ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ასეთი მოთამაშეების პოვნა ძალიან რთული აღმოჩნდა. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ბევრი ლეგიონერი დავიმატეთ. თუმცა, ცხვირის დაშვება არ ღირს, რადგან ახალი ნიჭიერი თაობა წამოვიდა, რომელთაც აქვს პოტენციალი და სჭირდებათ შესაძლებლობა. ჩვენ კი უნდა ვცადოთ, რომ გუნდში არამხოლოდ ქვები, არამედ ფეხები მოვიყვანოთ."

ჩინურ სატრანსფერო ბუმზე: "ეს უბრალოდ ჭირია, რომელიც იმედი მაქვს, მალე მოგვშორდება, როგორც ამერიკა. იყო პერიოდი, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკაში კოსმოსური ამბიციები ჰქონდათ, მაგრამ ყველაფერი მალე მიწყნარდა. მიხარია, რომ აზიელი ქომაგები სტადიონზე კარგი განწყობის შესაქმენლად ივლიან, მაგრამ ამისათვის მხოლოდ ფული არ არის საკმარისი. ყველა სიტუაციას მალე კარგად გაიაზრებს და ჩინური ბუმიც შეწყდება."

სპორტული მდგომარეობა "ბაიერნში": "საქმე იმაშია, რომ სეზონის პირველ ნახევარში იმდენი კარგი თამაში ვერ ჩავატარეთ, რამდენსაც ბოლო პერიოდში ჩვენი ქომაგები იყვნენ მიჩვეული. 2016 წლის დასასრულით კმაყოფილი ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. "ბაიერნს" ახლა ბრწყინვალების ეპოქა აქვს, ამიტომ ყველა დიდი წარმატებების მოლოდინშია."

ტომას მიულერზე: "ვფიქრობ, რომ მან არანორმალური პროგრესი განიცადა და ბოლო წლებში მხოლოდ ერთი მიმართულებით, ზევით, მწვერვალისკენ მიდიოდა. თუმცა, შემდეგ იყო გაფუჭებული პენალტების სერია, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იტალიის ნაკრებთან. ტომასს მცირე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ის მალე დაიბრუნდება საკუთარ დონეს. მიულერი ბევრს ვარჯიშობს, კარგად მუშაობს, მაგრამ აკლია თავდაჯერებულობა. ჩემი აზრით, ის ამ პრობლემას გადალახავს და გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება, მიუხედავად მინდორზე მისი პოზიციისა."

არიენ რობენის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე: "დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩვენთან დარჩება და ისევე, როგორც ფრენკ რიბერი, "ბაიერნის" მნიშვნელოვანი ფიგურა კვლავ იქნება. ასეთ ასაკში ხუთწლიანი კონტრაქტები საჭირო არ არის და ეს არიენმაც ძალიან კარგად იცის. ის მიუნხენში თავს ისე, გრძნობს, როგორც საკუთარ ოჯახში. მისი გული ჩვენს კლუბთან სამუდამოდ არის დაკავშირებული და ვფიქრობ, რობენის წასვლა შეუძლებელია."

მის მოთხოვნაზე, რომ ლეგიონერებმა გერმანულად უნდა ისაუბრონ: "ეს უბრალოდ სასურველია და არავითარ შემთხვევაში არ არის მოთხოვნა. მაგალითად, ტიაგო ალკანტარა, რომელიც ესპანელია, მშვენივრად საუბრობს ინგლისურად და გერმანულსაც სწავლობს. უბრალოდ კარგი იქნება თუ უცხოელმა მოთამაშემ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ადგილობრივ ენაზე საუბარი. მახსოვს კალე რუმენიგეს სიტუაცია, როდესაც ის მილანის "ინტერში" გადავიდა და უკვე სამ თვეში ინტერვიუებს იტალიურად იძლეოდა. მას ქალაქშიც ბევრი ხვდებოდა და იტალიურად ესაუბრებოდა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მოთამაშე ენობრივ ბარიერს ლახავს."

მის პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე: "ვერასოდეს წარმოვგენდი, რომ უცხო ადამიანებთან ასეთი ურთიერთობა მექნებოდა და ეს კომუნიკაცია ციხეში დავამყარე. საკუთარი თავით ძალიან, ძალიან ამაყი ვარ და თვალზე ცრემლები მადგება, როდესაც ვხედავ ხალხის უდიდეს პატივისცემას, სიყვარულს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაფასებდა, მე მაინც დიდი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ხელი არავინ მკრა, პირიქით, ყველა გვერდში დამიდგა. ეს ჩემი მთავარი ბედნიერება და რომ არა ქომაგების, მეგობრების, უბრალო ადამიანების დახმარება, მე დღეს "ბაიერნის" პრეზიდენტი აღარ ვიქნებოდი. მათ სტიმული და ძალა მომცეს. ახლა მზად ვარ, რომ მე ვემსახურო და "ბაიერნის" სახით დიდი სიამოვნება მივანიჭო."[spoiler][/spoiler]скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Hansi
Hansi | 6 იანვარი 2017 16:06
ულიმ კიდევ ის თქვა ინტერვიუში, რომ თუ უცხოელი ფეხბურთელი არ სწავლობს გერმანულ ენას, ესე იგი ბაიერნს ტრამპლინად იყენებს და თავს ვერ ხედავს მომავალში ამ კლუბშიო.
მართალია და ვეთანხმები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა