...

პარასკევი დოჰაში

მიუნხენის "ბაიერნი" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას აგრძელებს და ჩვენ კი ამის გაშუქებას ვაგრძელებთ.

დღეს კარლო ანჩელოტის გუნდმა დოჰაში მესამე ვარჯიში ჩაატარა. "რეკორდმაისტერის" მოთამაშეებმა კვლავ ინტენსიურად იმუშავეს და ამ ყველაფერს მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დღის კარგი სიახლე: ხავი მარტინესი და სვენ ულრაიხი სრულფასოვნად დაბრუნდნენ. ესპანელმა 2017 წელს სრული დატვირთვით პირველად ივარჯიშა. ის კატარში გაციებული ჩავიდა, პირველ დღეს მინდორზე ვერ გავიდა, გუშინ მხოლოდ ინდვიდუალური პროგრამით ივარჯიშა, დღეს კი პარტნიორებს შეუერთდა. ულრაიხმა კი კუნთის პრობლემები მოიშორა.

დღის ცუდი სიახლე: რენატო სანჩეშმა ვერ ივარჯიშა, რადგან გაციებულია.

დღის საუკეთესო ნაწილი: დღის მეორე ნაწილი. კარლო ანჩელოტიმ ვარჯიშის შემდეგ გუნდს სრული თავისუფლება მისცა. ფილიპ ლამი, ტომას მიულერი და მატს ჰუმელსი გოლფის სათამაშოდ წავიდნენ; შვიდი მოთამაშე (იოზუა კიმიხის, არიენ რობენის, ხაბი ალონსოსა და ჰოლგერ ბადშტუბერის ჩათვლით) დოჰაში ჩოგბურთის მამაკაცთა ტურნირის ნახევარფინალის სანახავად გაემართნენ; დანარჩენები კი უბრალოდ სასტუმროში დაბრუნდნენ.

დღის რჩევა: "არასოდეს დაიმალო და შეგრცხვეს, პირიქით ბოლომდე წინ იარე, მოითხოვე ბურთი, სახელების არ შეგეშინდეს და შეცდომების შემდეგ უბრალოდ გააგრძელე თამაში." (ასე გაამხენვა კიმიხმა ახალგაზრდა მიუნხენელები).

დღის პოსტი ტვიტერზე: 
დღის სურათი
მინდორზე გასვლამდე "ბაიერნის" მოთაშეები ფიტნეს-დარბაზში გახურდნენ და გთავაზობთ მათი ვარჯიშის ამსახველ ფოტომასალას.


ბოლოს კი გიტოვებთ მიუნხენური გრანდის დღევანდელი ვარჯიშის სრულ ვიდეოს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
( ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
დამცავი კოდი:
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა