...

ნოიერი და რობენი ჩინეთში წასვლას არ გეგმავენ

მიუნხენის "ბაიერნის" გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმა და ჰოლანდიელმა ვინგერმა, არიენ რობენმა, რამდენიმე თემაზე ისაუბრეს, მათ შორის ჩინეთში კარიერის გაგრძელებაზე.

მოგეხსენებათ, რომ ჩინურმა კლუბებმა ბოლო პერიოდში სატრანსფერო ფანჯარა დაიპყრეს და ევროპიდან არაერთი ვარსკვლავი მიჰყავთ, რომელთაც კოლოსალურ თანხას უხდიან.

მანუელ ნოიერი:

სეზონის დარჩენილ ნაწილზე: "სავარჯიშო პროცესი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. 2016 წელი კარგად დავასრულეთ, რაც კარგის ნიშანია და იმედი გვაქვს, რომ სეზონის მეორე ნახევარი კიდევ უფრო წარმატებული იქნება."

ჩინეთში კარიერის გაგრძელების ვარიანტზე: "კლუბის შეცვლაზე ახლა საერთოდ არ ვფიქრობ. "ბაიერნში" თავს იდეალურად ვგრძნობ და მიუნხენურ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი მაკავშირებს. თანაც, ჩემთვის მთავარი სპორტია."

ჩემპიონთა ლიგის დუელზე "არსენალთან": "ბოლო წლების განმავლობაში ლონდონელები საგრძნობლად განვითარდნენ."

არიენ რობენი:

სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებაზე: "ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საშობაოდ ცოტა განტვირთვა მივიღო, ამიტომ ახლა სრულ მზადყოფნაში ვარ და ძალები აღვიდგინე. ახლა ასი პროცენტით ფორმაში ვარ და გუნდთან ერთად კარგად ვმუშაობ."

"ბაიერნის" ბოლო დროინდელი თამაშის შეფასება: "სეზონის პირველი ნაწილის პირველ ნახევარშიც რამდენიმე კარგი მატჩი ჩავატარეთ. კარგ თამაშებს კი არავინ ივიწყებს. თუმცა, ბოლო თვეებში ნამდვილად მოვუმატეთ და კიდევ უკეთ თამაში შეგვიძლია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ყველანი მწყობრში ვიყოთ."

თავის მომავალზე: "ჯერ ბოლო დღე არ მოსულა. წინ ექვსი თვე მაქვს და მინდა, რომ მინდორზე გატარებული თითოეული წამით სიამოვნება მივიღო."

ჩინეთში კარიერის გაგრძელების ვარიანტზე: "ყველამ საკუთარი თავი უნდა განსაჯოს. მე ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ არასოდეს თქვა არასოდეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე იქ წავალ. ჩემთვის, უპირველესი, ოჯახია."

გუნდისათვის საუკეთესო სისტემაზე: "თითოეულ მოთამაშეს საკუთარი აზრი და მიდგომა აქვს. საბოლოო გადაწყვეტილება კი მწვრთნელმა უნდა მიიღოს."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
მანუელ ნოიერი არიენ რობენი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Mapa T.Dig
Mapa T.Dig | 12 აპრილი 2017 05:30
He bought a car on credit.
ремонт холодильников Жуковский
Just gone crazy or something. He drove past the church and stopped at the traffic lights.
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა