...

ოფიციალურად: ბადშტუბერი შალკემ დაიმატა

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, ჰოლგერ ბადშტუბერი, მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს, იჯარის წესით, გელზენკირხენის "შალკეში" გააგრძელებს.

ინფორმაცია "რეკორდმაისტერის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა. 27 წლის გერმანელმა "შალკე" თავად აირჩია და "ლურჯების" რიგებში მომდევნო ექვს თვეს გაატარებს.

"ჰოლგერ სათამაშო პრაქტიკას იმსახურებს. მან რამდენიმე სერიოზული ტრავმა გადაიტანა, მაგრამ კვლავ მწყობრშია და ბევრი მატჩის ჩასატარებლად მზად არის. "შალკეში" იჯარით გადასვლა სწორედ ამიტომ გვთხოვა და ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით. იმედი გვაქვს, რომ ჰოლგერი სეზონის დარჩენილ ნაწილში საჭირო დროს მიიღებს. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ", - განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

ბადშტუბერი გელზენკირხენულ კლუბს უახლოეს დღეებში შეუერთდება: "ბაიერნის" მადლობელი ვარ. მათ ჩემი თხოვნა გაითვალისწინეს. მინდა, რომ "შალკეში" საჭირო სათამაშო პრაქტიკა მივიღო და გელზენკირხენში გასატარებლ დროს სულმოუთმენლად ველი."

ბადშტუბერის გადაბირება პეპ გვარდიოლასაც სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, ჰოლგერმა ბუნდესლიგაში დარჩენა ამჯობინა და ვნახოთ "ბაიერნი" საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მისი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში იწურება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჰოლგერ ბადშტუბერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა