ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ "ბაიერნი" ლეროი სანეს დამატებას ცდილობდა.
აღნიშნული ინფორმაცია "რეკორდმაისტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემაც დაადასტურა.
"არ ვუარყოფ, ჩვენ გვქონდა ინტერესი სანესადმი და ეს სიტუაცია არც ახლა შეიცვალა."
"პირველ რიგში ტრანსფერისთვის კლუბის წარმომადგენლებს დაველაპარაკებით, ამის შემდეგ კი ფეხბურთელსა და მის აგენტს მივმართავთ." - აცხადებს რუმენიგე.