...

პირველი წრის შეჯამება - საუკეთესო ფეხბურთელი

მიუნხენის "ბაიერნმა" დოჰას შეკრება უკვე დაასრულა, მიუნხენში დაბრუნდა და დაახლოებით ერთ კვირაში გერმანიის ეროვნული ჩემპიონატიც განახლდება. შესაბამისად, სეზონის პირველი ნახევრის შესაჯამებლად სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება, მაგრამ სავსებით საკმარისი.

დღეს ჩვენ "რეკორდმაისტერის" 2016/17 წლების კამპანიის პირველი წრის საუკეთესო მოთამაშეზე ვისაუბრებთ. წითელი მაისურით გასულ თვეებში რამდენიმე მოთამაშე გამოირჩეოდა, მათ შორის მეკარე მანუელ ნოიერი, მატს ჰუმელსი, ტიაგო ალკანტარა, არტურო ვიდალი, არიენ რობენი და ფრენკ რიბერიც ჩინებულად გამოიყურებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია და ცოტათი არასამართლიანიც, რადგან "ბაიერნს" გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, პირველ ნახევარში კი გამორჩეული მოთამაშეების დონე ძალიან თანაბარი იყო, ჩვენი რჩეული "რეკორდმაისტერის" პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკია.

უცვლელი ფიგურა
თუ მანუელ ნოიერს არ ჩავთვლით, რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნის" შემადგენლობაში ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ბუნდესლიგის პირველ ნახევარში ყოველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 16 ტურის შედეგად 28 წლის პოლონელზეა 16 თამაშია, საიდანაც 15 შეუცვლელად ჩააატარა(!). იმის ფონზე, რომ კარლო ანჩელოტი მუდმივ როტაციას მიმართავდა და სასტარტო შემადგენლობას მუდმივად ცვლიდა, ეს მართლაც აღსანიშნავი ფაქტია. რა თქმა უნდა, რობერტს ღირსეული კონკურენტი უბრალოდ არ ჰყავდა, რადგან "ბაიერნის" შემადგენლობაში, მის გარდა, ერთადერთი ნომინალური ცენტრალური თავდამსხმელი 21 წლის გამოუცდელი იულიან გრინი იყო, მაგრამ მისი სტაბილური თამაშის მიზეზი ეს ნამდვილად არ არის. ზოგადად, იტალიელ სპეციალისტს, უყვარს გამოკვეთილი, ნამდვილი ცენტრფორვარდით თამაში, რომელიც ძლიერია მეტოქის საჯარიმოში და ამავდროულად, სასარგებლო კომბინაციურ ფეხბურთში. სწორედ ამიტომ, ლევანდოვსკი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ცენტრალური თავდამსხმელი და საკმაოდ მრავალფეროვანი ცხრიანია, ანჩელოტის გუნდის უცვლელ ფიგურად იქცა.

ძლიერი ტაქტიკური იარაღი
28 წლის პოლონელი, რა თქმა უნდა, 17 გატანილი ბურთით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ის სტაბილურობით მაინც ვერ დაიკვეხნიდა. რობერტს, პირველი წრის განმავლობაში, პერიოდული ჩავარდნები ჰქონდა და ბუნდესლიგაში მის მიერ გატანილი 12 ბურთი მხოლოდ შვიდ შეხვედრაზე მოდის. მიუხედავად რამდენიმე მატჩიანი უგოლო სერიებისა, რობერტს სეზონის პირველ ნახევარში თამაში მაინც არ ჩაუგდია, რადგან ის კარლო ანჩელოტისთვის მნიშვნელოვანია როგორც არამხოლოდ ბომბარდირი, არამედ ტაქტიკურად საჭირო იარაღი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რობერტს საჯარიმოში კლასიკური ცენტრფორვარდის როლის შესრულება კარგად გამოსდის, მაგრამ აგრეთვე, ძალიან სასარგებლოა საჯარიმოს გარეთ, აქვს მშვენიერი ტექნიკა, მოედნის ხედვა და გუნდურ თამაშში აქტიურად არის ჩართული. მისი მუდმივი გადაადგილებისა და მრავალფეროვანი სათამაშო სტილის წყალობით "რეკორდმაისტერის" შეტევები კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი და სახიფათოა, რაც ანჩელოტისათვის მნიშვნელოვანია.

ლევანდოვსკი "ბაიერნისთვის" 4-3-3 და 4-2-3-1 ტაქტიკაში ერთნაირად მნიშვნელოვანია, ამიტომაც მას იტალიელი არასოდეს ცვლიდა. როდესაც "რეკორდმაისტერი" სამი თავდამსხმელით თამაშობს, რობერტს უფრო მეტი შრომა უწევს, რადგან მეტოქის საჯარიმოში მუდამ ყურადღებით უნდა იყოს და ვინგერების ჩაწოდებებს ელოდოს, თანაც საჭირო დროს, თავად გადავიდეს ფლანგზე და გაათავისუფლოს ზონები. გარდა ამისა, ერთ-ერთ ცენტრალურ ნახევარმცველთან (უმეტესწილად ამ როლს ტიაგო ასრულებს) ერთად გამთამაშებლის ფუნქციებსაც ინაწილებს. 4-2-3-1 სქემაში კი ათიანი გამოკვეთილია და რობერტის მოქმედების არეალი, ძირითადად, მეტოქის საჯარიმოა. ამ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა, ლევანდოვსკი მარცხენა ფრთაზე გადავა და პარტნიორებს სივრცეს ასე გამოუყოფს. საპირისპირო ფლანგზე კი უკვე მის უკან მოქმედი "ცრუ ცხრიანი" იზრუნებს. ასე, რომ ანჩელოტისათვის ლევანდოვსკი უმნიშვნელოვანესი შემტევია, რომელიც მას მხოლოდ გოლების გასატანად არ სჭირდება. თუმცა, რა თქმა უნდა, პოლონელი თავის მთავარ მოვალეობასაც არ ივიწყებს და პირველ ნახევარში 17 ბურთი სავსებით მისაღები შედეგია. გასულ სეზონში ეს მაჩვენებელი 22 გოლი იყო, მაგრამ სხვაობა არც ისე დიდია.

ახალი როლი
ლევანდოვსკის მრავალფეროვნება ნამდვილად არ აკლდა, მაგრამ მან მიმდინარე სეზონში, საკუთარ თავში, კიდევ ერთი ძლიერი მხარე გამონახა და საჯარიმოების შესრულება დაიწყო. რობერტს მცდელობები ჯერ კიდევ გასულ კამპანიაში ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამჯერად საქმეს ხელი სერიოზულად მოჰკიდა და წლის ბოლოს ბევრი გააოცა. ბუნდესლიგაში, სტუმრად "მაინცის" წინააღმდეგ და ჩემპიონთა ლიგაზე, შინ "ატლეტიკოსთან", რობერტმა, ზედიზედ ორ შეხვედრაში, ორი ულამაზესი საჯარიმო გაიტანა, თანაც ორივე ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. "ბაიერნის" რიგებში კარგი, დაყენებული დარტყმა ერთბაშად რამდენიმე მოთამაშეს (დავიდ ალაბა, ხაბი ალონსო, ტიაგო ალკანტარა) აქვს, მაგრამ ახლა მათ, რობერტ ლევანდოვსკის სახით, ახალი კონკურენტი გამოუჩნდათ.

28 წლის პოლონელი საჯარიმოებს ტექნიკურად ასრულებს და ბურთს მეკარისგან შორეულ კუთხეში ტერფის გარე ნაწილით უშვებს. როგორც შემდეგ ლევანდოვსკიმ აღიარა, მან ამისათვის ძალიან, ძალიან ბევრი იშრომა და ვარჯიშებზე დარტყმებს თვეების განმავლობაში ამუშავებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მისმა მონდომებამ და შრომამ შედეგი გამოიღო. რობერტმა მიმდინარე კამპანიაში ახალი როლი მოირგო და საჯარიმოების შესრულება მშვენივრად გამოსდის.


კლასი
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ რობერტ ლევანდოვსკი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და მსოფლიოში უძლიერესი ცენტრალური თავდამსხმელების მინიმუმ სამეულში აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ. "ბაიერნს", ჯოვანი ელბერის შემდეგ, ასეთი მრავალფეროვანი და ძლიერი ცხრიანი ნამდვილად არ ჰყოლია. "ლაიფციგთან" წლის ბოლო თამაშში, რომელიც "რეკორდმაისტერმა" შინ 3:0 მოიგო, რობერტმა ბუნდესლიგაში თავისი 133-ე ბურთი გაიტანა და სწორედ ლეგენდარული ბრაზილიელის შედეგი გაიმეორა. თუმცა "ბაიერნის" მაისურით, პირველი ორწელიწად-ნახევრის თავზე, მას გაცილებით უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ჯოვანის ჰქონდა. ელბერს სულ 49 გოლი ჰქონდა გატანილი, როდესაც რობერტმა ამ დროში უკვე 87 ბურთის გატანა მოასწრო. თუ ჯოვანის მემკვიდრე როი მაკაის შედეგს გავიხსენებთ, ლეგენდარულ ჰოლანდიელს საწყისი ორწელიწად-ნახევრის შემდეგ 73 გოლი დაუგროვდა. რა თქმა უნდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლევანდოვსკის ამისათვის უფრო მეტი მატჩი დასჭირდა, მაგრამ შედეგი მაინც ფასეულია.

რობერტი საკმაოდ მაღალი კლასის ფორვარდია, საოცარი საშემსრულებლო ოსტატობითა და არანორმალური ფიზიკური მონაცემებით. პოლონელი ძალიან მშრომელი მოთამაშეა, რაც მის ღვაწლს აორმაგებს. ლევანდოვსკი მკერდით თამაშსა და კორპუსის გამოყენებში ერთ-ერთი საუკეთესოა; აქვს ე.წ. "მკლველის ინსტიქტი" და მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელი პოზიციის შერჩევა შეუძლია (ეს კარგად გამოჩნდა "ვოლფსბურგთან" საშინაო შეხვედრაში); ტექნიკურია, მოძრავი და თავად შეუძლია მომენტის შექმნა; კარგად კომბინირებს პარტნიორებთან და ათავისუფლებს ზონებს; უკვე საჯარიმოებსაც ჩინებულად ასრულებს. იდეალურ ფორვარდს კი მეტი არაფერი სჭირდება. ბუნებრივია, მომენტების ასპროცენტიანი რეალიზაცია ვერავის ექნება, ამიტომ ზოგჯერ შანსებს ლევანდოვსკიც ვერ იყენებს. თუმცა მთავარი მაინც მისი კლასია, რომელიც "ბაიერნის" ქომაგებს იმედს აძლევს. პოლონელი სწორედ იმ დონის ფორვარდია, რომლის იმედიც ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრებში თავისუფლად გექნება. მას გოლის გასატანად მცირე შანსიც კი შეიძლება ეყოს.
საბოლოო ჯამში კი შეიძლება ითქვას, რომ კარლო ანჩელოტის მიუნხენის "ბაიერნის" ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად სტაბილური მოთამაშე პირველ ნახევარში სწორედ რობერტ ლევანდოვსკი იყო. შესაძლოა, პოლონელს ყოველ შეხვედრაში არ გაჰქონდა, მაგრამ მინდორზე საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და იტალიელი სპეციალისტის მუდმივი როტაცია ამიტომაც არ ეხებოდა. ლევანდოვსკი ძალიან ძლიერი და მშრომელი თავდამსხმელია, რომელიც "რეკორდმაისტერის" ქომაგებს ძალიან უყვართ. ლევიმ ეს სიყვარული, პატივისცემა და ნდობა სრულიად დაიმსახურა. იმედია, სეზონის მეორე ნახევარში მისი გოლები "ბაიერნს" უფრო დიდ წარმატებას მოუტანს.

ბოლოს კი გიტოვებთ ვიდეოს, სადაც რობერტ ლევანდოვსკის სეზონის პირველ ნახევრის საუკეთესო მომენტებია ასახული.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
რობერტ ლევანდოვსკი ბლოგი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Olga Y.neump
Olga Y.neump | 22 აპრილი 2017 21:43
Many of them bit the dust in that war.
http://www.chaatkachaska.com/index.php/forum/in-neque-arcu-vulputate-vitae/5100http://oskorei.leforum.eu/t370.htm
Despite the absurdity speak. The place, where I was born, is far away from here.
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა