"რეკორდმაისტერის" რიგებში ტრავმების ეპიდემია ვრცელდება.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან პერიშიჩმა ვარჯიშის დროს დაზიანება მიიღო და სავარჯიშო სესიას გამოაკლდა.
წყაროს ცნობით, 31 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის კოჭი დაიზიანა, რის გამოც მას მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში მოუწევს უქმობა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ პერიშიჩი "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპოს პირველ მატჩში ვერ დაეხმარება.