...

მეგა-შემოთავაზება: მიულერს ლონდონში იწვევენ

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ, მიუნხენური გრანდის სიმბოლოსა და უნივერსალურ შემტევს, ტომას მიულერს, უკვე ლონდონიდანაც დაუმიზნეს.

27 წლის გერმანელმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი სუსტად ჩაატარა, ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და აშკარაა, რომ კარლო ანჩელოტის 4-3-3 ტაქტიკაში მისი ადგილი არ არის. ამ გაურკვევლობით კი ინგლისელმა ჟურნალისტებმა ისარგებლეს.

როგორც ყოველდღიური ბრიტანული გაზეთი "Sunday Express" იტყობინება, ტომასის გადაბირებას გაისად ლონდონის "ჩელსი" ეცდება, რომელმაც, შესაძლოა, ესპანელი ცენტრფორვარდი, დიეგო კოშტა, დაკარგოს. "არისტოკრატების" საუკეთესო ბომბარდირს ჩინეთიდან მაცდუნებელი წინადადება აქვს და არ არის გამორიცხული, რომ მიიღოს.

ლონდონში მიულერს სწორედ კოშტას შემცვლელად განიხილავენ და "ჩელსი" მზად არის გერმანულ გრანდს მეგა-შეთავაზება გაუკეთოს - 86 მილიონი ევრო, რაც კოლოსალური თანხაა.

რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზეა გავრცელებული, ამიტომ მიულერის მომავალს "ბაიერნში" არაფერი ემუქრება. მას მოქმედი კონტრაქტი აქვს, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდეა ვადაში.

ალბათ გახსოვთ, 2015 წლის ზაფხულში, ინგლისური პრესაში იწერებოდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მიულერის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ საბოლოოდ, "ბაიერნის" ბოსებს არანაირი წინადადება არ მიუღიათ.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ტომას მიულერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
mamuka darchia
mamuka darchia | 16 იანვარი 2017 02:35
მიულერი ბაიერნის სიამაყეა და გულით ბავარიელია შანსი არც არსებობს რომ სადმე წავიდეს. ეგ ინფორმაცია მაგარი ჭორია. მართალიც რომ იყოს მაინც არ გაუშვებენ მიულას.
ZURGEN
ZURGEN | 16 იანვარი 2017 15:49
მიულერი რომც გააგდონ არ წავა muller1
Hansi
Hansi | 16 იანვარი 2017 21:28
წარბამ რომც არ ათამაშოს ხელმძღვანელობა მაინც გამოუნახავს მიზეზს დასატოვებლად. რუმენიგემ მიულერზე ბაიერნის ბრენდი და სახეა მიულერიო. ნაკრებისთვისაა ცუდი მიულერს რომ არ ეძლევა მეტი სათამაშო დრო
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა