...

პირველი წრის შეჯამება - გუნდის ხერხემალი

მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის შეჯამებას ვაგრძელებთ და ახლა ყველაზე საინტერესო თემას მივადექით, რომელიც კარლო ანჩელოტის სისტემის უმნიშვნელოვანეს ნაწილს უკავშირდება.

ლეგენდარულ იტალიელ სპეციალისტს, მთელი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, უამრავი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის სამი ჩემპიონთა ლიგა, რაც უდავოდ ისტორიული და ფანტასტიკური მიღწევაა.

მისი საუკეთესო გუნდები კი, თუნდაც იგივე "მილანი" და მადრიდის "რეალი" (ჩემპიონთა ლიგის ტიტულები კარლომ სწორედ ამ კლუბებში მოიგო), ძალიან ორგანიზებულად და მრავალფეროვნად მოქმედებდნენ, რასაც პირველ რიგში, ძლიერი ნახევარდაცვის ცენტრი განაპირობებდა.

ახლაც, მიუნხენის "ბაიერნში, პაპა კარლო ამ რგოლს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. ზოგადად, ამბობენ, რომ დიდ თამაშებს სწორედ ნახევარდაცვა იგებს და მოედნის ცენტრი გუნდის ხერხემალია. ვნახოთ "რეკორდმაისტერის" შემთხვევაში რა მდგომარეობაა.

კონკურენციის ნაკლებობა
მიუხედავად იმისა, რომ სეზონის პირველი ნახევარი 21 წლის გერმანელმა ვუნდერკინდმა, იოზუა კიმიხმა, ფანტასტიკურად ჩაატარა, ის ანჩელოტის ძირითად მოთამაშედ მაინც არ ითვლება. "ბაიერნს" ამ ეტაპზე სამი წამყვანი ცენტრალური ნახევარმცველი ჰყავს, რომელთაც ღირსეული კონკურენტები, პრაქტიკულად, არ ჰყავთ. ხაბი ალონსო, ტიაგო ალკანტარა და არტურო ვიდალი ცენტრის ძირითადი ბირთვია, კიმიხი მათი ღირსეული შემცვლელი, ხოლო რენატო სანჩეში ჯერ უბრალოდ მოსწავლე. გამოცდილება იოზუასაც აკლია, მაგრამ მას საოცარი ხასიათი აქვს, რომლის წყალობითაც მინდორზე ყოველთვის თავდაჯერებულია. რენატოს კი საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, მრავალფეროვანი, ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჯერ ძალიან პატარა - სულ რაღაც 18 წლის. შესაბამისად, სანჩეშის მხრებზე დიდი პასუხისმგებლობის აკიდება სარისკო იქნება, მას ჯერ კიდევ გარკვეული დრო სჭირდება. ამის შედეგად კი ვიღებთ, რომ ზემოთხსენებული ტრიო უბრალოდ შეუცვლელია. იტალიელი კი, ჯერჯერობით, სწორედ სამი საყრდენით თამაშობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია უბრალოდ არ არის. კიმიხი ცდილობს და ეს დასაფასებელია, მაგრამ იოზუას სათამაშო კლასი ალონსოს, ტიაგოსა და ვიდალის ოსტატობას ცოტათი მაინც ჩამოუვარდება.

მაესტრო ალკანტარა
მიუნხენური გრანდის მეექვსე ნომერმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ფანტასტიკურად ჩაატარა და წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ სტაბილური თამაში აჩვენა. ტიაგო ალკანტარამ, კარლო ანჩელოტის მოსვლის შემდეგ, უფრო მეტი თავისუფლება მიიღო და ამან მასზე პოზიტიური გავლენა იქონია. ესპანელმა ბუნდესლიგის საწყის 16 ტურში ყველაზე მეტი პასი გააკეთა და ბურთსაც ყველაზე ხშირად, მატჩში საშუალოდ 122-ჯერ, ეხება. ალკანტარამ, ყველა ტურნირზე ერთად, 22 თამაში ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. ტიაგო "ბაიერნის" რიგებში ასეთი შედეგიანი არასოდეს ყოფილა და ეს შემთხვევითი არ არის. 25 წლის ესპანელს სწორედ ის ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, რომლითაც არამხოლოდ საკუთარ გუნდში, არამედ მთელს ევროპაში გამოირჩევა. ის ნამდვილი მაესტროა, ძალიან დახვეწილი სათამაშო სტილით, იდეალური პასის კულტურითა და მოედნის ხედვით. ტიაგოს თამაშის ყურება ძალიან დიდი სიამოვნებაა, რადგან ყველაფერს ჰაეროვნად და ძალიან ლამაზად აკეთებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სეზონის პირველ ნახევარში ალკანტარა ძალიან სტაბილურად გამოიყურებოდა და მნიშვნელოვანი გოლებიც გაიტანა. ის საოცარი შემოქმედებითი უნარისა და კრეატივის მქონე ნახევარმცველია, რომელიც შესაძლოა "ბაიერნის" მთავარი ფიგურაც კი გახდეს.

პროგრესირებადი ხაბი ალონსო
მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნის" გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი მას გამუდმებით აკრიტიკებს, ხაბი ალონსომ სეზონის პირველი ნახევარი ჩინებულად ჩაატარა და საკუთარი მაღალი კლასი ყველას დაუმტკიცა. რა თქმა უნდა, 35 წლის ასაკში, ალონსოს სისწრაფე აკლია და ზოგჯერ შეცდომებსაც უშვებს, მაგრამ ამისგან დაზღვეული არავინ არის. სამაგიეროდ, ხაბის ფენომენალური გრძელი გადაცემა, მოედნის ხედვა და საბრძოლო ხასიათი აქვს. გარდა ამისა, უძლიერესი და უბრალოდ უნაკლო დარტყმის წყალობით, ალონსომ სამი ბურთის გატანა მოახერხა, რაც "ბაიერნის" მაისურით არასოდეს გაუკეთებია. როგორც ჩანს, ალონსო, რომელიც, შესაძლოა, წითელი მაისურით თავის ბოლო სეზონს ატარებს, ძალიან მონდომებული და კონცენტრირებულია. ანჩელოტი კი მას ძალიან კარგად იცნობს და როგორც წესი, გამოცდილებასა და კლასს, რომლითაც ხაბი ნამდვილად დაიკვეხნის, დიდ ყურადღებას ანიჭებს. სწორედ ამიტომ, "ბაიერნის" ძირითადი საყრდენი სწორედ 35 წლის ხაბი ალონსო იყო და არა 21 წლის იოზუა კიმიხი, რომელიც რა თმქა უნდა, ესპანელის სერიოზული კონკურენტია, მაგრამ ჯერ კიდევ მისი მოსწავლეა. იმ შემთხვევაში, თუ ხაბის გვერდით მოძრავი და მრავალფეროვანი პარტნიორი ეყოლება, არტურო ვიდალის სახით, მას გუნდისათვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. 35 წლის ალონსო პროგრესირებს და ეს მართლაც დასაფასებელია.

ვიდალის ფაქტორი
ალბათ გახსოვთ ლეგენდარული გერმანელი საყრდენის, დიტარ ჰამანის, ახლახანს გაკეთებული განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ არტურო ვიდალი "ბაიერნის" უცვლელი ფიგურაა და ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებული სულაც არაა. სწორედ 29 წლის ჩილელი არის ის მოთამაშე, რომელიც "რეკორდმაისტერს" მინდორზე აუცილებლად სჭირდება, რადგან არტურო ნამდვილი მებრძოლია და ამავდროულად მრავალფუნქციური. ის თამაშს ძალიან სწრაფად და ხარისხიანად კითხულობს, ამიტომ მოტოქეთა შეტევების ჩაჭრის ნამდვილი ოსტატია. თუმცა, ამავდროულად, ვიდალს კარგი დარტყმა, ტექნიკა აქვს და გუნდს შეტევაშიც ეხმარება. ვიდალი მეტოქის საჯარიმოში არაერთხელ გვინახავს, თანაც თავით საკამოდ კარგად თამაშობს. ის არც ტიაგოს ჰგავს, არც ალონსოს, არც კიმიხსა და არც სანჩეშს, რადგან უბრალოდ ყველაზე სრულყოფილი საყრდენი ნახევარმცველია, რომელსაც ამ ყველაფერთან ერთად, ნამდვილი გამარჯვებულისა და ლიდერის მენტალიტეტი აქვს. გასული სეზონის მეორე ნახევარში, როდესაც "ბაიერნს" მინდორზე ყველაზე მძიმე წუთები ჰქონდა, საკუთარ პარტნიორებსა და ქომაგებსაც კი სწორედ ჩილელი ამხნევებდა (მაგალითად ტურინის "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ თამაშში), ზოგჯერ კი გუნდს საფრთხისგან საკუთარი კვერცხების ფასადაც კი იხსნიდა ხოლმე ("ბენფიკასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ თამაშში). მიმდინარე კამპანიის პირველი ნახევარი არტურომ ცოტათი მძიმედ დაიწყო, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა მოუმატა და ოპტიმალურ ფორმაში ჩადგა. ვიდალის როლი მიუნხენურ კლუბში მართლაც დაუფასებელია და ის გუნდის ხერხემლის მთავარი მალაა.

იდეალური ვარიანტი
დაბოლოს, საინტერესოა როგორი შეიძლება იყოს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მოედნის ცენტრში? პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ეს კარლო ანჩელოტის არჩევანზეა დამოკიდებული, რომელსაც ჯერ ვერ გადაუწყვეტია რომელ ტაქტიკას გამოიყენებს მთავარ მატჩებში: 4-3-3 თუ 4-2-3-1 განლაგებას. თუმცა საუკეთესო ალტერნატივა მაინც შეგვიძლია გამოვნახოთ. იმის გათვალისწინებით, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" ჯერ კიდევ იუპ ჰაინკესის დროინდელი 4-2-3-1 კლასიკური სქემით გაცილებით მრავალფეროვანი და კრეატიული ფეხბურთი აჩვენა, ამიტომ ჩვენც ცენტრში არა ტრიოს, არამედ თანდემს შევკრავთ. ამ შემთხვევაში კი იდეალური ტიაგო ალკანტარასა და არტურო ვიდალის დუეტი იქნება. ესპანელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნამდვილი მაესტროა, რომელსაც შეტევების წამოწყება, ორგანიზება და დამარგვირგვინებელი პასის გაკეთება ძალიან კარგად შეუძლია. მიმდინარე სეზონში კი მან საკუთარი მებრძოლი ხასიათიც გამოავლინა და შავ სამუშაოსაც კარგად ასრულებდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ესპანელი შემოქმედებით მხარეს მიხედავს, ხოლო შავ სამუშაოს არტურო ვიდალი შეასრულებს. ეს ორი უმაღლესი დონის ცენტრი ერთმანეთს იდეალურად ავსებს, თანაც არტუროს შეუძლია ტიაგოს დახმარება ბურთის დაჭერასა და გადანაწილებაში, ხოლო ალკანტარას ვიდალის მხარდაჭერა დაცვით მოქმედებებში. ხაბი ალონსოს დაყენება, სისწრაფის ნაკლებობის გამო, სარისკო იქნება, ამიტომ ტიაგოსა და ვიდალის თანდემი მართლაც იდეალური გამოსავალია. თუმცა კვლავ უნდა ვახსენოთ, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ანჩელოტი ორი საყრდენით იმოქმედებს. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Hansi
Hansi | 16 იანვარი 2017 21:24
ლეგენდარულ იტალიელ სპეციალისტობას ცოტა უკლია წარბას stuck_out_tongue_winking_eye

დანარჩენი კარგად გიწერიათ ყველაფერი თითოეულზე heart_eyes heart_eyes
Olga Y.neump
Olga Y.neump | 2 ოქტომბერი 2017 01:00
Да, достойно просмотра, особенно как пародоксально, по ссылке я видел что то эдентичное www.autoprichal.ru
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა