...

ოფიციალურად: რობენი ბაიერნში 2018 წლამდე დარჩება

მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელმა ვინგერმა, არიენ რობენმა, საკუთარ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

"რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ 32 წლის არიენმა ხელშეკრულება ერთი წლით გადაავადა და მიუნხენური გრანდის ღირსებას 2018 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

"ბაიერნის" გენერალური დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, რობენთან კონტრაქტის გახანგრძლივებით ძალიან ბედნიერია: "არიენი, საკუთარ პოზიციაზე, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის ჩვენი კლუბის ღისრებას, დაახლოებით, რვა წელია იცავს და "ბაიერნის" უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა. მოხარულნი ვართ, რომ რობენი წითელი მაისურს კიდევ ერთი წელი ატარებს."

გერმანული გრანდის გენერალური დირექტორის მოადგილიემ, იან-კრისტიან დრეეზენმა კი მოლაპარაკებების პროცესზე ისაუბრა: "არიენთან და მამამისთან მოლაპარაკებები საკმაოდ კომფორტულ და სასიამოვნო ატმოსფეროში ვაწარმოეთ. ჩვენ მეგობრული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ხელს უწყობს, კლუბისა და რობენის ურთიერთობის გაგრძელებას."

"ძალიან ბედნიერი ვარ - "ბაიერნში" კიდევ ერთი წელიწადი ვითამაშებ. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მიუნხენი კი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მეორე სახლი გახდა. მინდა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში გავაგრძელო და რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო", - აცხადებს თავად ლეგენდარული ჰოლანდიელი.

არიენ რობენის წინა კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურებოდა, მოლაპარაკებების პროცესი კი ცოტათი გაიწელა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად დასრულდა - არიენი მიუნხენურ გრანდში რჩება!

რობენი "ბაიერნში" 2009 წელს მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მან ხუთი ბუნდესლიგა, ოთხი გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ბუნდესლიგაში ჩატარებულ 152 შეხვედრაში 82 გოლი გაიტანა, გერმანიის თასზე 23 თამაშში - 14 ბურთი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე - 21 გოლი 53 მატჩში. 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ, გამარჯვების მომტანი ისტორიული გოლი სწორედ ჰოლანდიელმა გაიტანა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
არიენ რობენი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა