...

ზამერი: "ლამმა იცის რა უნდა გააკეთოს"

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და უკვე "Eurosport-ს" ექსპერტმა, მატიას ზამერმა, ცნობილი ტელეარხის ეთერიდან პირველი "რეკორდმაისტერის" შესახებ, კონკრეტულად კი ტომას მიულერის მცირე კრიზისსა და ფილიპ ლამის მომავალზე, ისაუბრა.

გასული კვირის ბოლოს ზემოთხსენებული საკმაოდ პოპულარული სპორტული არხის ეთერში ზამერი გამოჩნდა და როგორც ირკვევა, გერმანელმა სპეციალისტმა ახალ სამსახურს მიაგნო, რითიც ძალიან ბედნიერია. ინფორმაცია ოფიციალურად დღეს დადასტურდა.

"მე ახალი გამოწვევების ნამდვილი სპეციალისტი ვარ. ფეხბურთში საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე და ეს იმის წყალობით, რომ ყოველთვის უფრო და უფრო მეტს ვსწავლობდი. ახლა "Eurosport-თან" ერთად ვეცდები თავის საუკეთესოდ წარმოჩენას.

ტომას მიულერი მშვენიერი ფეხბურთელი და კიდევ უფრო მშვენიერი პიროვნებაა. თუმცა ის მანქანა არ არის. სწორედ ამიტომ, კარიერაში ასეთი მომენტებიც დასაშვებია.

ჩემი აზრით, "ბაიერნს" არანაირი კონკურენტი არ ჰყავს და ისინი გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატს ზედიზედ მეხუთედ მშვიდად მოიგებენ.

ფილიპ ლამი მსოფლიო ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. მან ამ დიდი წარმატებების გემო იცის. ახლა კი, მას შემდეგ, რაც მან საკუთარი თავი როგორც მოთამაშემ და კაპიტანმა იპოვნა, დროა გადაწყვეტილება თავად მიიღოს. ფილიპმა იცის რა უნდა გააკეთოს", - განაცხადა 49 წლის მატიას ზამერმა, რომელსაც დღეიდან ეკრანებზე უფრო ხშირად ვიხილავთ ხოლმე.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა