...

რობენი: "ჩინეთში წასვლა კარიერის დასრულების ტოლფასია"

მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი ვინგერი, არიენ რობენი, მიიჩნევს, რომ ჩინეთში წასვლა მაღალი კლასის ფეხბურთელისთვის კარიერის დასრულებას ნიშნავს.

"მე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ღირსებას ვიცავ. ჩინეთში ტრანსფერს კი სულ სხვა მნიშვნელობა ექნებოდა. ამის შემდეგ შეგიძლია იფიქრო, რომ შენი კარიერა დასრულდა. მე კი უმაღლეს დონეზე თამაში მსურს.

ის, რაც ახლა ჩინეთში ხდება - სრული სიგიჟეა. ისინი მოთამაშეებს არანორმალურ კონტრაქტებს სთავაზობენ. სიმართლე გითხრათ, რამდენიმე წინადადება მეც მივიღე.

ისინი მზად არიან ხუთჯერ-ექვსჯერ მეტი გადაიხადონ, ვიდრე ამას ევროპის წამყვანი კლუბები აკეთებენ. თუმცა, გადაწყვეტილების მიღების დროს, ჩემთვის ფული არასოდეს ყოფილა პრიორიტეტული. სწორედ ამიტომაც მაქვს ასეთი წარმატებული კარიერა, მე ხომ ფეხბურთზე ვფიქრობ.

არ მესმის იმ ფეხბურთელების, რომლებიც ჩინეთში 27-28 წლის ასაკში მიდიან. ისინი, ამ პერიოდში, კარიერის პიკში იმყოფებიან. ჩინეთში კი უბრალოდ დროს კარგავ", - განაცხადა რობენმა.

32 წლის ჰოლანდიელმა "ბაირნთან" მოქმედი ხელშეკრულება გუშინ 2018 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
არიენ რობენი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა