...

ვან გაალმა კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, ლუი ვან გაალმა, სამწვრთნელო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ვან გაალმა ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედში" იმუშავა, რომელიც 2016 წლის ზაფხულში დატოვა. მას შემდეგ მას რამდენიმე წინადადება ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, ლუიმ მოღვაწეობის დასრულება ამჯობინა.

"ვფიქრობდი, რომ ეს უბრალოდ დასვენება იქნებოდა, მაგრამ ახლა ჩემი მოსაზრება შეიცვალა. ვფიქრობ, აღარ დავბრუნდები", - ლუიმ მოკლედ, მაგრამ გასაგებად განმარტა.

65 წლის ჰოლანდიელი მიუნხენის "ბაიერნის" ისტორიის ნაწილიცაა, რომელსაც 2009-11 წლებში ავარჯიშებდა. ლუიმ გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა, მაგრამ ახალი, უფრო თანამედროვე ფილოსოფია დანერგა, რომელმაც შედეგი სწრაფად გამოიღო. 2009/10 წლების სეზონში "ბაიერნმა" ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი, 2001 წლის შემდეგ, ფინალში პირველად გავიდა. მომდევნო კამპანია ლუიმ სუსტად ჩაატარა და გუნდი გაზაფხულის ბოლოს დატოვა.

ჰოლგერ ბადშტუბერის, დავიდ ალაბასა და ტომას მიულერის აღმოჩენას სწორედ ვან გაალს უნდა ვუმადლოდეთ, რომელსაც უნიკალური კარიერა ჰქონდა. მას ამსტერდამის "აიაქსში" (1991-97), კატალონიიის "ბარსელონაში" (1997-2000 და 2002-03), ჰოლანდიის ნაკრებში (2000-02 და 2012-2014), "ალკმაარსა" (2005-2009) და "მანჩესტერ იუნაიტედში" (2014-2016) აქვს ნამუშევარი.

ლეგენდარულ ლუის, მთელი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, სულ ოცი ტიტული აქვს მოგებული, აქედან სამი (ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი) "ბაიერნთან" ერთად.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ლუი ვან გაალი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Mapa T.Dig
Mapa T.Dig | 12 აპრილი 2017 05:13
If it’s all the same to you, let’s start at two.
http://www.gorodservis.ru/nazvan-Gorenje.html
Not enough said, but. Is transport safe in your city?
Olga Y.neump
Olga Y.neump | 1 ოქტომბერი 2017 01:03
Согласен, достойно просмотра, особенно как современно, на сайте я читал что то схожее мастер холодильник Liberty жулебино люберцы
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა