...

პირველი წრის შეჯამება - იმედგაცრუება

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატი ხვალ განახლდება და მიუნხენის "ბაიერნი" 2017 წელს პირველ ოფიციალურ მატჩს ჩავატარებთ. სწორედ ამიტომ, დღეს პირველი წრის შეჯამებას დავასრულებთ.

ბოლო შემაჯამებელი ბლოგები პოზიტიური იყო, რადგან იოზუა კიმიხის ფანტასტიკური პროგრესი, რობერტ ლევანდოვსკის დიდებული თამაში, მატს ჰუმელსის დაბრუნება და ნახევარდაცვის ცენტრი გავაანალიზეთ, ახლა კი საქმეს უფრო კრიტიკულად მივუდგეთ.

მიუნხენური გრანდისთვის 2016/17 წლების სეზონის პირველი ნახევარი იდეალურად ნამდვილად არ ყოფილა, გუნდს გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ამასთან ერთად, რამდენიმე მოთამაშემ საკუთარ დონეზე აშკარად ვერ იასპარეზა.

არასრული პირველი წრე ძალიან სუსტად ჩაატარა "ბაიერნის" ფრანგმა ტალანტმა, კინგსლი კომანმა, მაგრამ მთავარი იმედგაცრუება ორი გამოცდილი გერმანელის ძალიან უსუსური ასპარეზობა იყო.

მოულოდნელი ჩავარდნა
ჟერომ ბოატენგი უკანასკნელი სამი-ოთხი წლის განმავლობაში უმაღლესი დონის ცენტრალურ მცველად იქცა, რომელიც "ბაიერნის" დაცვის ლიდერად ჩამოყალიბდა და ევროპაში საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 2015/16 წლების სეზონის შედეგად კი გამოცდილი გერმანელი ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, მაგრამ მიმდინარე კამპანიის პირველი ნახევარი ჟერომმა კატასტროფულად ჩაატარა. მან ევროპის ჩემპიონატზე სერიოზული დაზიანება მიიღო და რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწია. მის დაბრუნებას მიუნხენური კლუბის გულშემატკივარი სულმოუთმენლად ელოდა, მაგრამ ბოატენგმა იმედები ყველას გაუცრუა. 28 წლის გერმანელი გუნდს სექტემბრის ბოლოს დაუბრუნდა, მაგრამ საკმაოდ ცუდ ფორმაში და ბევრ შეცდომას უშვებდა. პირველ რიგში, ფრანკფურტის "აინტრახტთან" გასვლითი თამაში (2:2) უნდა გავიხსენოთ, როდესაც ბოატენგის უყურადღებო თამაშის მეტოქის გოლი მოჰყვა. ბოატენგის შეცდომების ფონზე კი ესპანელი ხავი მარტინესი ბრწყინავდა, ამიტომ კარლო ანჩელოტი ძირითადში, უფრო ხშირად, სწორედ მარტინესს აყენებდა ხოლმე. ამას კი მოჰყვა "როსტოვთან" ჩემპიონთა ლიგის თამაში, რომლის ანტიგმირიც სწორედ ჟერომი გამოდგა. მან ჯერ პირველი გოლის დროს დაუშვა შეცდომა, შემდეგ კი პენალტი აიკიდა. ბოატენგმა მოედანი მალევე დატოვა, გუნდმა კი წააგო. მას შემდეგ ჟერომს არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია, წლის ბოლოს კი დაზიანება მიიღო და ახლაც ლაზარეთში იმყოფება.

"როსტოვთან" საშინელი საღამოს შემდეგ "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, განაცხადა, რომ ბოატენგი მიწაზე უნდა დაეშვას და ყურადღება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გაამახვილა. გერმანელმა ბოლო წლებში მართლაც ძალიან სერიოზული წარმატებები მოიპოვა, მწვერვალზე ავიდა და როგორც ჩანს, ცოტათი თავშიც აუვარდა. მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ბოატენგისთვის კარგი მაგალითი იქნება. ყველაზე სერიოზული ჩავარდნა სწორედ 28 წლის ჟერომს ჰქონდა, რასაც არავინ ელოდა. პირიქით, ქომაგებს ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ, რომ დაცვის ცენტრში მატს ჰუმელსისა და ბოატენგის თანდემი შეიკვრებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი აშკარად შორს არის ოპტიმალური ფორმისგან.

ჩაკარგული მიულერი
რა თქმა უნდა, ტომას მიულერის სეზონის პირველი ნახევარი ისე არ ჩაუგდია, როგორც ბოატენგს, მაგრამ მან ბუნდესლიგის საწყის 16 ტურში ერთი ბურთი გაიტანა, რაც აბსოლუტურად მიუღებელი შედეგია და მისთვის სავსებით უჩვეულო. რამ გამოიწვია ამ უაღრესად სტაბილური და გუნდისათვის ყოველთვის სასარგებლო მოთამაშის რეგრესი? პირველ რიგში, ტაქტიკამ, რომელშიც მიულერი თავს არაკომფორტულად გრძნობს. კარლო ანჩელოტის ძირითადი სქემა 4-3-3 იყო, სადაც ტომასს ფლანგზე თამაში უწევდა. ეს კი მისი საყვარელი პოზიცია ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, როდესაც გუნდს ისეთი ძლიერი ვინგერები ჰყავს, როგორებიც ფრენკ რიბერი, არიენ რობენი და დუგლას კოშტა არიან. მიულერმა მხოლოდ ბუნდესლიგის პირველ მატჩში, ბრემენის "ვერდერთან' (6:0), გაიბრწყინა, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა რამდენიმე ბურთი, მაგრამ სულ ეს იყო და ეს. "ბაიერნის" ქომაგებს" აკლდათ ტომასის ორიგინალური პასები, მოულოდნელი გარღვევები და არაორდინალური გოლები. უფრო მეტიც, ზოგჯერ, მიულერი საერთოდ შეუმჩნეველი რჩებოდა, რაც ასევე ძალიან დიდი მოულოდნელობაა.

თუმცა მაშინ, როდესაც ანჩელოტიმ 4-2-3-1 განლაგება გამოსცადა, ყველაფერი ნორმაში ჩადგა და მიულერი ათამაშდა. მან ჯერ "მაინცის", შემდეგ კი "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ორი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ბუნდესლიგაში საკუთარი ანგარიშიც გახსნა და დაამტკიცა, რომ ის უბრალოდ ტაქტიკაში ჩაიკარგა. ამას ისიც მოწმობს, რომ შემოდგომის სანაკრებო პაუზის დროს მიულერი ეროვნული გუნდის მაისურით ძალიან კარგად ასპარეზობდა. ანუ პრობლემა არა მისი სათამაშო ფორმა, არამედ საფეხბურთო სქემა, რომელსაც ტომასი უბრალოდ ვერ უდგება. მიუხედავად ამისა, მიულერი მაინც კმაყოფილია და მზად არის გუნდისათვის ყვეალფერი გააკეთოს. ის უაღრესად მშრომელი ფეხბურთელია, რომელიც სეზონის მეორე ნახევრიდან, შესაძლოა, 4-3-3 ტაქტიკასაც მოერგოს თუ ეს გუნდს დასჭირდება. რაც არ უნდა მოხდეს, მიულერი მაინც "ბაიერნის" სიმბოლო და განუყოფელი ნაწილი იქნება, რასაც კარლო ანჩელოტიც კარგად ხედავს, მაგრამ მისი მთავარი მოვალეობა, როგორც თავად აღნიშნა, გუნდის ჩამოყალიბებაა და არა კონკრეტული მოთამაშეების კეთილდღეობა.

კრეატივის ნაკლებობა
ამ შემთხვევაში კი უკმაყოფილება ანჩელოტის მისამართით უნდა გამოვხატოთ, რადგან "ბაიერნმა" სეზონის პირველ ნახევარში 38 გოლი გაიტანა, რაც წინა წლების მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამოუვარდება. გარდა ამისა, კრეატივისა და იდეების ნაკლებობა მინდორზეც კარგად იგრძნობოდა, როდესაც "ბაიერნი" დაცვაში ღრმად ჩამჯდარი მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერს ახერხებდა. ეროვნული ჩემპიონატის მთავარ აუტსაიდერებს, "ჰამბურგსა" და "დარმშტადტს", მიუნხენელებმა ბოლოსკენ გატანილი გოლებით მოუგეს, რაც ძალიან სარისკო და არასასიამოვნოა. "რეკორდმაისტერმა" უფრო მეტი ვარიანტი უნდა გამონახოს და მეტოქის დაცვის ხაზის გასარღვევად რამდენიმე გასაღები "დაამზადოს." როგორც ანჩელოტიმ აღნიშნა, ზამთარში მოთამაშეები უკეთ გაიცნო, ურთიერთგაგება გაძლიერდა და "ბაიერნი" სეზონის მეორე ნახევარს უფრო კარგ ფორმაში ხვდება, ვიდრე სეზონის სტარტს. ვნახოთ რამდენად გაამართლებს იტალიელის ეს სიტყვები.

საბოლოო ვერდიქტისთვის კი "ბაიერნის" ყოფილი სპორტული დირექტორის, მატიას ზამერის, სიტყვებს მოვიხმარ: "ბაიერნმა" სეზონის პირველი ნახევარი იდეალურად ნამდვილად ვერ ჩაატარა და გუნდს გარკვეული ჩავარდნები ჰქონდა, მაგრამ შედეგი მისაღები და დამაკმაყოფილებელია." ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი შემაჯამებელი ციკლის წინა ბლოგები კი შეგიძლიათ კიდევ ერთხელ იხილოთ.

პირველი წრის შეჯამება - გუნდის ხერხემალი

პირველი წრის შეჯამება - დაბრუნება

პირველი წრის შეჯამება - საუკეთესო ფეხბურთელი


პირველი წრის შეჯამება - აღმოჩენა

პირველი წრის შეჯამება - როგორ მუშაობს ანჩელოტის სისტემა?скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
ZURGEN
ZURGEN | 19 იანვარი 2017 17:12
ბოაც და მიულერიც გაქაჩავენ და ძირითადის მოთამაშეები იქნებიან მეორე წრეში fcb
Olga Y.neump
Olga Y.neump | 22 აპრილი 2017 19:14
She keeps me company quite often.
http://www.kirbymfg.us/index.php/forum/donec-eu-elit/312345http://physiquechimie1s1.xooit.fr/t69.htm
Just gone crazy or something. It happened before the concert.
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა