სეზონის ბოლოს, შესაძლოა, მიუნხენის "ბაიერნს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჩაუდგეს სათავეში.
ფრანგული გამოცემა Le10Sport-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" აქტიურად განიხილავს "პსჟს" დამრიგებლის, თომას ტუხელის კანდიდატურას.
წყაროს ცნობით, ჰანს ფლიკის დატოვება გუნდში გადაწყვეტილი არ არის და იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სეზონში სასურველ შედეგებს ვერ მიაღწევს, არაა გამორიცხული ის სწორედ ტუხელით ჩაანაცვლონ.
როგორც ცნობილია, გერმანელი სპეციალისტისადმი ინტერესი ასევე "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ბარსელონამაც" გამოთქვეს.