...

ფრაიბურგი 1:2 ბაიერნი: მატჩისშემდგომი კომენტარები

დღევანდელი მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, კარლო ანჩელოტისთან ერთად, მიუნხენური კლუბის სამმა მოთამაშემ და "ფრაიბურგის' მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრეს.

კარლო ანჩელოტი: "რთული თამაში გამოვიდა, რადგან მეტოქე საკმაოდ ძლიერი და აგრესიული იყო. პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ. ყველაზე მეტად კი გუნდის მონდომება და ხასიათის მოგვლინება მომეწონა. თამაში ბოლო წუთებზე სწორედ ამის წყალობით მოვიგეთ. თამაშის ხარისხით კმაყოფილები ნამდვილად ვერ ვიქნებით, მაგრამ შედეგით - კი."

ტომას მიულერი: "ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა. მეტოქემ საქმე სერიოზულად გაგვირთულა და საკმაოდ დაძაბული ბრძოლა შემოგვთავაზა."

არიენ რობენი: "ზამთრის შესვენების შემდეგ პირველი მატჩის ჩატარება მარტივი არასოდეს არის. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ და ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში უკეთ უნდა გვემოქმედა. არასაკმარისად სწრაფად და სახიფათოდ ვთამაშობდით. ახლა კიდევ რამდენიმე თამაში გვჭირდება, რათა რითმი ავკრიფოთ. მომდევნო კვირას გავაგრძელებთ."

რობერტ ლევანდოვსკი: "რიბერის ჩაწოდების შემდეგ პირველად გავიფიქრე, რომ ბურთი პარტნიორისათვის დამეგდო, მაგრამ ჩემს გვერდით არავინ იყო. სწორედ ამიტომ, ბურთის მიღება და დარტყმა გადავწყვიტე. ეს მატჩის ბოლო წუთები იყო, ამიტომ საკუთარი კლასი უნდა გამოავლინო და ყველაფერი სცადო. მე კი გამიმართლა. მარცხენა ფეხი ბურთს ნორმალურად ვერ მოვატყი, მაგრამ გოლი გოლია, სამი ქულა კი - სამი ქულა."

კრისტიან შტრაიხი ("ფრაიბურგის" მწვრთნელი): "ჩემი აზრით, ბევრი შეცდომა არ დაგვიშვია. "ბაიერნს" პირველ ტაიმში ძალიან ცოტა შანსი ჰქონდა, რაც ჩვენი დამსახურებაა. მიუნხენური კლუბის წინააღმდეგ თამაში არდადეგებს ჰგავს, რომელიც უკვე დასრულდა. ახლა ჩვენ ამ მატჩისგან პოზიტიური რაღაცები უნდა მივიღოთ და ყოველდღიურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ბიჭებმა დიდებული სამუშაო შეასრულეს, მაგრამ ახლა ყველაფერი დასრულებულია და ჩვენ დავმარცხდით."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Olga Y.neump
Olga Y.neump | 2 ოქტომბერი 2017 06:43
Да, заслуживает просмотра, особенно каково это современно, на сайте я наблюдал что то похожее www.autoprichal.ru
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა