...

ლევანდოვსკიმ ელბერს გაასწრო

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-17 ტურში გაფორმებული დუბლის წყალობით მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, ლეგიონერებს შორის, ბუნდესლიგის ისტორიაში მეორე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

28 წლის პოლონელმა "ფრაიბურგთან" გუშინდელ შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 2:1 მოიგო, ბუნდესლიგაში თავისი 134-ე და 135-ე გოლები გაიტანა და ლეგენადრული ჯოვანი ელბერი ჩამოიტოვა.

ზამთრის შესვენებამდე "ლაიფციგთან" საშინაო თამაშში რობერტმა ბრაზილიელი ფორვარდის შედეგი გაიმეორა, ახლა კი მას აჯობა და ლეგიონერების ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

პირველი ადგილი კი "ბაიერნის" კიდევ ერთ ლეგენდარულ ფორვარდს, ვეტერან პერუელს, კლაუდიო პისაროს, ეკუთვნის, რომელსაც გერმანიის ჩემპიონატში 190 ბურთი აქვს გატანილი.

ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერების ხუთეული ასე გამოიყურება:
1. კლაუდიო პისარო (პერუ/"ვერდერი" და "ბაიერნი") - 418 თამაში/190 გოლი
2. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი/დორტმუნდის "ბორუსია" და "ბაიერნი") - 211 თამაში/135 გოლი
3. ჯოვანი ელბერი (ბრაზილია/"შტუტგარტი" და "ბაიერნი") - 260 თამაში/133 გოლი
4. აილტონი (ბრაზილია/"დუისბურგი", "ჰამბურგი", "შალკე" და "ვერდერი") - 219 თამაში/106 გოლი
5. სტეფან ჩაპუიზა (შვეიცარია/"უედინგენი" და დორტმუნდის "ბორუსია") - 228 თამაში/106 გოლიскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა