...

შესაძლოა ვიდალმა არსენალთან მატჩი გამოტოვოს

მიუნხენური კლუბის ბანაკში ძალიან ცუდი სიახლეა - "ბაიერნის" საყრდენი ნახევარმცველი და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, არტურო ვიდალი, ნეკნების დაზიანებას ებრძვის.

29 წლის ჩილელმა ტრავმა ტელეკომის თასის ფინალში მიიღო და მინდორი ნაადრევად დატოვა. მიუხედავად ამისა, ბუნდესლიგის მე-17 ტურში, სტუმრად "ფრაიბურგის" წინააღმდეგ, მაინც ძირითადში დაიწყო და მატჩი ბოლომდე ვერ ჩაამთავრა.
როგორც "ბაიერნის" პრესსამსახური იტყობინება, ვიდალმა დღეს მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. თავად არტურომ კი განაცხადა, რომ მას დასვენება სჭირდება და რამდენიმე დღე პარტნიორებს ვერ დაეხმარება.

"თავს ცუდად ვგრძნობ, ნეკნები ძალიან მტკივა. ახლა, მინიმუმ, ორი-სამი კვირის გამოტოვება მომიწევს, რადგან ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად ვერ ვითამაშებ. მხოლოდ ასე თუ გამოვჯანმრთელდები", - აღნიშნა ვიდალმა "Bild-თან" საუბრისას.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიდალის თამაში ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში, შინ ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ, საეჭვოა და შესაძლოა, კარლო ანჩელოტი სერიოზული დილემის წინაშე დადგეს.

ვიდალის გამოკლება მიუნხენური გრანდისთვის სრული შოკი იქნება, რადგან გუნდს ტიაგო ალკანტარა ვერ ეხმარება და "მეთოფეებთან" ორი ძირითადი საყრდენის გარეშე თამაში ურთულესი იქნება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
არტურო ვიდალი ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
ZURGEN
ZURGEN | 23 იანვარი 2017 19:33
ვიდალი პიტბულია, დარწმუნებული ვარ ითამაშებს vidal1
Hansi
Hansi | 23 იანვარი 2017 20:09
შალკესთან მატჩში იქნება 4 თებერვალს დაადასტურეს
heineken
heineken | 24 იანვარი 2017 00:53
ჯერ ტიაგო და ბოატენგი ახლა ამის არყოფნაღა გვაკლია იმედია მანამდე ჩადგება მწყობრში
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა