ფლიკი ამით მსოფლიოს აღსასრული არ დადგება

ფლიკი ამით მსოფლიოს აღსასრული არ დადგება

"პადერბორნთან" გასამართ მატჩამდე მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"საუბრები იმის შესახებ, რომ მე უკმაყოფილო ვარ, უბრალო ჭორებია. მე "ბაიერნის" მწვრთნელი ვარ და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია."

"ჩვენი ამჟამინდელი მიზანი სამივე ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგის მიღწევაა. კლუბის მესვეურებს კი საკმარისი დრო ექნებათ ჩემს შესაფასებლად. თუ ისე გადაწყდება, რომ "ბაიერნი" ჩემს გარეშე გააგრძელებს ასპარეზობას, ეს მსოფლიოს აღსასრული არ იქნება."

"ხვალ ალვარო ოდრიოსოლა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს თამაშს. მარჯვენა მცველის პოზიცია მისია და ვარჯიშზე ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილი ვარ."

"ჩემთვის ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და ასეც იქნება ყოველთვის. მანუ ძალიან კარგ ფორმაშია, ის მუდმივად პროგრესირებს და "კიოლნთან" პერფორმანსიც ამის დასტურია." - აცხადებს ფლიკი.


20-02-2020, 21:04
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0