მძიმე ტრავმის მიუხედავად ივან პერიშიჩი, შესაძლოა, საკმაოდ მალე დაბრუნდეს.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, 30 წლის ნახევარმცველის რეაბილიტაციის კურსები კარგად მიმდინარეობს და ის დათქმულ ვადაზე ადრე ბრუნდება.
წყაროს ცნობით, თავად ხორვატი ფეხბურთელის სურვილია, რომ 18 მარტს "ჩელსისთან" განმეორებით მატჩში მიიღოს მონაწილეობა და დიდი ალბათობით, ეს ასეც მოხდება.
შეგახსენებთ, რომ პერიშიჩმა დაზიანება თებერვლის დასაწყისში, ვარჯიშზე, ოდრიოსოლასთან შეჯახებისას მიიღო.