...

ვერდერის წინააღმდეგ ტიაგოსა და ვიდალის გარეშე

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-18 ტურში, სტუმრად ბრემენის "ვერდერის" წინააღმდეგ, მიუნხენურ კლუბს ორი წამყვანი ფიგურა და საყრდენი ნახევარმცველი დააკლდება.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, აღნიშნა, რომ ტიაგო ალკანტარა და არტურო ვიდალი გუნდს ბრემენში არ გაჰყვებიან, ისინი რეაბილიტაციის პროცესს გააგრძელებენ.

"ვფიქრობ, რომ ისინი ვარჯიშს უკვე მომდევნო კვირაში შეძლებენ და "შალკესთან" თამაშისთვის მზად იქნებიან", - განმარტა 57 წლის იტალიელმა სპეციალისტმა, რომელიც გუნდს ხვალინდელი მატჩისათვის ამზადებს.

25 წლის ესპანელს ბარძაყის პრობლემები აქვს, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე აღადგინა და მალე ასი პროცენტით გამოჯანმრთელდება. რაც შეეხება 29 წლის ჩილელს, მას ნაკნების ტრავმა აწუხებს და ამ კვირაში მინდორზე არ გამოჩენილა.

გელზენკირხენის "შალკეს" "რეკორდმაისტერი" უკვე მომდევნო უქმეებზე, 3 თებერვალს, მიუნხენში დაუპირისპირდება.

ბრემენული კლუბის წინააღმდეგ, ტიაგოსა და ვიდალის გარდა, გუნდს კიდევ ჟერომ ბოატენგი დააკლდება, რომელიც ჯერ კიდევ ლაზარეთშია.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა