...

ვერდერი 1:2 ბაიერნი - მატჩის ანალიზი

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის სტარტი იდეალური ნამდვილად არ გამოდგა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მიუნხენურმა გრანდმა ბრემენის "ვერდერი" სტუმრად 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

დღევანდელი მატჩი კი საინტერესო მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა, ამიტომ დროს აღარ წაგართმევთ და პირდაპირ თამაშის დეტალურ ანალიზს შემოგვთავაზებთ.

მატჩის მსვლელობა
ტიაგო ალკანტარასა და არტურო ვიდალის არყოფნაში, კარლო ანჩელოტიმ მოედნის ცენტრში ხაბი ალონსო და იოზუა კიმიხი დააყენა და კვლავ 4-2-3-1 ტაქტიკით ითამაშა. "ფრაიბურგთან" თამაშისგან განსხვავებით, ძირითადში დუგლას კოშტას ადგილი, რომელმაც წინა მატჩი ჩააგდო, ფრანკ რიბერიმ დაიკავა. ბრემენში მიუნხენელებმა უფრო დამაჯერებლად და მსუბუქად დაიწყეს, ვიდრე ფრაიბურგში, მაგრამ ცენტრში ბურთი რამდენიმეჯერ უაზროდ დაკარგეს. გარდა ამისა, ბრემენულმა კლუბმა რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა განახორციელა, უბრალოდ დამაგვირგვინებელ ფაზაში ორჯერ სერჟ გნაბრიმ, ერთხელ კი მაქს კრუზემ ვერ ივარგა. "რეკორდმაისტერს" ცენტრში ვიდალის არყოფნა აშკარად ეტყობოდა, ვინაიდან კიმიხი წინ ადიოდა, ალონსო კი უკან ვერ ასწრებდა, ამის წყალობით კი ბრემენელები სწრაფ იერიშებზე, ცენტრის გავლით, იოლად მოდიოდნენ. თუმცა "ბაიერნი" უპირატესობას ფლობდა და 30-ე წუთზე ლამაზი კომბინაციაც გაითამაშა. კიმიხმა ფლანგზე რიბერის გააყოლა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა და ცენტრისკენ ძლიერი პასი გააკეთა. ფრანკის გადაცემას კი არიენ რობენი გამოეხმაურა, რომელმაც ფელიქს ვიდვალდის კარი უზუსტესი და უძლიერესი დარტყმით აიღო - 0:1!
გატანილი ბურთის შემდეგ "ბაიერნმა" დომინირება გააგრძელა და ტაიმის ბოლოს რობენმა, რომელიც მთელი 45 წუთი ძალიან აქტიური და სასარგებლო იყო, კიდევ ერთი ჯარიმა მოიპოვა, ამჯერად ძალიან სახიფათო. ბურთთან ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი იყო, რამაც ყველა დააბნია, მაგრამ დავიდ ალაბამ ისედაც უნაკლო საჯარიმო შეასრულა და "ვერდერს" გოლი გასახდელში გაატანა. ავსტრიელმა ვიდვალდს მიზერული შანსიც კი არ დაუტოვა.
მეორე ტაიმი კი ბრემენელებმა ძალიან აქტიურად, აგრესიულად დაიწყეს და "ბაიერნს" დაემართა ის, რაც ერთ კვირის წინ ფრაიბურგში, ოღონდ პირველი ტაიმის დასაწყისში. ორი გაფუჭებული მომენტის შემდეგ "ვერდერმა" ორწელიწად-ნახევრიანი მშრალი სერია შეწყვიტა და მაქს კრუზემ მანუელ ნოიერის კარი აიღო. ყველაფერი დაიწყო მოედნის ცენტრთან მოგებული ორთაბრძოლით, შემდეგ ბურთი ზლატკო იუნუზოვიჩმა წამოიღო, დაცვის ჩავარდნით ისარგებლა, კრუზემ კი ალაბა ტექნიკურად ჩამოიტოვა და ნოიერს ძლიერად დაურტყა - 1:2! მიუხედავად იმისა, რომ ანჩელოტიმ თამაშში ახალგაზრდა, მონდომებული ტალანტები ჩართო, მიუნხენურ კლუბს თამაში არ მისდიოდა, "ვერდერი" კი ზეწოლას ნელ-ნელა აძლიერებდა. საბედნიეროდ, ბრემენელებს კლასი არ ეყოთ და უპირატესობა ანგარიშში ვერ გადასახეს. მატჩის მიწურულს კი რენატო სანჩეშმაც გაიბრწყინა. 19 წლის პორტუგალიელმა, რომელიც მანამდე მხოლოდ შეცდომებს უშვებდა, ფლანგზე მეტოქე ლამაზად მოატყუა, საჯარიმოში ჩააწოდა და იოზუა კიმიხის დარტყმული ვიდვალდმა ბრწყინვალე რეაქციით მოიგერია.

საბოლოოდ, კარლო ანჩელოტის გუნდმა 2017 წელს მეორე ოფიციალური მატჩი მოიგო, კვლავ სტუმრად, კვლავ რთულ ბრძოლაში და კვლავ 2:1. "ბაიერნმა" რეალურად ერთი ტაიმი ითამაშა და სამი ქულა მოიპოვა. ჯერ ესეც საკმარისია, სანამ კარს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფი არ მოგვადგება და ასეთ შეცდომებს უმაღლესი კლასის გუნდები "ბაიერნს" აღარ აპატიებენ. როგორც ფილიპ ლამმა აღნიშნა, გუნდმა გაცილებით უკეთ უნდა ითამაშოს.

პირველი "რობერი" 2015 წლის თებერვლის შემდეგ
როგორც იქნა, დაახლოებით ორწლიანი პაუზის შემდეგ, "რობერი" კვლავ ამოქმედდა და "ბაიერნის" ეს ორი ლეგენდა ერთმანეთს კიდევ ერთხელ გადაეხვია. საქმე იმაშია, რომ დღეს, ბრემენის "ვერდერს", არიენ რობენმა ულამაზესი გოლი ფრანკ რიბერის გადაცემით გაუტანა და მსგავსი რამ ბოლოს 2015 წლის 27 თებერვალს მოხდა. მაშინაც "რობერის" თანდემში ასისტენტის როლი ფრანგმა შეასრულა, გამტანის კი - ჰოლანდიელმა. შესაძლოა, რიბერი და რობენი უკვე ასაკში არიან, მაგრამ ეს მათ საერთო არ ეტყობათ. პირველ ტაიმში ორივე მათგანი ძალიან კარგად გამოიყურებოდა და "რეკორდმაისტერის" გულშემატკივარმა ნამდვილი, შედეგიანი "რობერი" კიდევ ერთხელ იხილა. საბედნიეროდ, ეს ორი ლეგენდარული გარემარბი მიუნხენური გრანდის ღირსებას კიდევ ერთი წელი დაიცავს და იმედია, კიდევ არაერთ "რობერის" შემოგვთავაზებენ.

ვერდერმა მშრალი სერია შეწყვიტა
ბრემენის "ვერდერს" მიუნხენის "ბაიერნის" კარში გოლი ორწელიწად-ნახევარი არ ჰქონდა გატანილი, მაგრამ ეს ექვსმატჩიანი მშრალი სერია ბუნდესლიგაში "მწავანეების" ჩინებულმა შემტევმა, მაქს კრუზემ, შეწყვიტა, რომელმაც იუნუზოვიჩის პასი იდეალურად დაამუშავა და მანუელ ნოიერის კარი აიღო. "ვერდერის" მეათე ნომერმა, საერთო ჯამში, ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა და მასპინძლების რიგებში მინდორზე უდავოდ საუკეთესო იყო. ბრემენულმა კლუბმა "რეკორდმაისტერთან" ზედიზედ მე-13 შეხვედრა წააგო, მაგრამ ეს კატასტროფული უგოლო სერია მაინც შეწყვიტა და სამომავლოდ უკვე ქულების ართმევაზეც იფიქრებს. ამ ნავსის გატეხვას კი ყველაზე მეტად სწორე მაქს კრუზე იმსახურებდა.

სუსტი თამაში, მაგრამ მორიგი საჯარიმო
დღევნდელი თამაში "ბაიერნის" ავსტრიელი მარცხენა მცველისთვის, დავიდ ალაბასთვის, იდეალური ნამდვილად არ ყოფილა, რადგან რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, მათ შორის გოლის დროსაც, მაგრამ ყოველთვის უნაკლო ვერ იქნები. სამაგიეროდ, დავიდმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ საჯარიმოების უბადლო შემსრულებელია და საკუთარი შეცდომები ულამაზესი გოლით გამოისყიდა, რომელიც რეალურად გამარჯვების მომტანი გამოდგა. ყველაზე საინტერესო კი მისი ფანტასტიკური სტატისტიკაა - ბოლო ხუთი ბურთი "ბაიერნის" მაისურით დავიდ ალაბამ საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა. ბოლო პერიოდში ამ კომპონენტს რობერტ ლევანდოვსკი იყენებდა, ახლა კი ალაბას ჯერი დადგა და ავსტრიელმა საკუთარი შანსი ჩინებულად გამოიყენა, თანაც გუნდს სამი ქულა მოუტანა და თანაც მაჩვენებელი გაიუმჯობესა.

მიულერომანია გრძელდება
ეს თემა უკვე მართლაც ყელში ამოვიდა, მაგრამ ფაქტია, რომ თომას მიულერი "ბაიერნს" კვლავ ვერაფრით ეხმარება. თუ სეზონის პირველ ნახევარში ამას გუნდის სათამაშო სქემას ვაბრალებდით, ახლა გუნდმა ზედიზედ ორი მატჩი ითამაშა 4-2-3-1 განლაგებით და მიულერი საკუთარ საყვარელ პოზიციაზე მოქმედებდა, მაგრამ ფრაიბურგშიც და ვერდერშიც აბსოლუტურად შეუმჩნეველი იყო. დღევანდელ საღამოს 27 წლის გერმანელმა კარისკენ მხოლოდ ერთხელ გაისროლა, 25 ორთაბრძოლიდან მხოლოდ ექვსი მოიგო, რაც მიულერისთვის საკმაოდ უჩვეულოა და პარტნიორებისთვის რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია. მიულერომანია გრძელდება და იმედი ვიქონიოთ, რომ თომასს ფსიქოლოგიურად ყველაფერი წესრიგში აქვს, რადგან ასეთ დროს მენატალურად რთულია გაუძლო კრიტიკას და იმ ზეწოლას, რაც ქომაგების იმედგაცრუებას იწვევს. თუმცა რაც არ უნდა გააკეთოს მიულერმა, "ბაიერნის" გულშემატკივარი მას ზურგს ასაროდეს აქცევს და მისი იმედი ყოველთვის იქნება. თომასმა მიგვაჩვია, რომ სწორედ მაშინ ისვრის, როდესაც მისგან არავინ არაფერს ელის. ჩვენ შენი გვჯერა თომას!

ფრიტცის სიტყვები გამართლდა
"ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რობერტმა თავი მაქსიმალურად არაკომფორტულად იგრძნოს. მას არა ინდივიდუალურად, არამედ გუნდურად უნდა ვებრძოლოთ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ ლევანდოვსკის სწორედ ჩვენ შევაჩერებთ! "ვერდერის" დაცვის ხაზის მჯერა", - აი ასეთი ამბიციური განცხადება გააკეთა მატჩის წინ ბრემენული კლუბის კაპიტანმა და ლეგენდამ, 33 წლის კლემენს ფრიტცმა. თავად გერმანელი საყრდენი საკუთარ გუნდს, კისრის პრობლემების გამო, ვერ დაეხმარა, მაგრამ მისმა თანაგუნდელებმა ყველაფერი კარგად გააკეთეს და 28 წლის პოლონელი მოედნიდან მართლაც გააქრეს. ლევანდოვსკის რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია და მას ყოველთვის მჭიდროდ ეთამაშებოდნენ. "ვერდერის" ყველაზე ნიჭიერმა მცველმა, ნიკოლას მოისანდერმა, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და რობერტს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. რა თქმა უნდა, ეს ერთი თამაში ლევანდოვსკისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ როგორც ჩანს, ბრემენში სიტყვის ფასი იციან - ყოჩაღ კლემენს.

დღის პოზიტივი
უყურებ ამ ადამიანის თამაშს და აზრადაც არ მოგივა, რომ მან კარიერა, შესაძლოა, ექვს თვეში დაასრულოს...დღეს "ბაიერნის" დაცვის ხაზმა იდეალურად ნამდვილად ვერ ითამაშა, მაგრამ ეს ფილიპ ლამს არ ეხება. კაპიტანი შეუდარებელი იყო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 33 წლის ასაკშიც "რეკორდმაისტერის" ნამდვილი კაპიტანი და მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი განაპირა მცველია. "ვერდერმა" პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა განახორციელა, მაგრამ აქედან არცერთი მარჯვენა ფლანგიდან, რომელსაც კაპიტანი ამაგრებდა. მეორე ტაიმში, ლამმა პატარა შეცდომა დაუშვა, როდესაც უკან ჩამოსვლა დააგვიანა და სერჟ გნაბრიმ, მარტინესის ჩამოტოვების შემდეგ, უბრალოდ კარგად ვერ დაარტყა. თუმცა პოზიციური შეცდომებისგან დაზღვეული არაფერია. ლამმა უდავოდ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა, ფლანგს უნაკლოდ ამაგრებდა და გუნდს შეტევაშიც ეხმარებოდა. ეს ლამაზი საღამო კი კაპიტანმა თავისი საფირმო მოძრაობით (ზურგით უეცარი ბრუნი ბურთთან ერთად და მეტოქის უკან ჩამოტოვება) დააგვირგვინა, მაგრამ როდესაც იაზრებ, რომ ეს ადამიანი კარიერას უახლოეს წლებში დაასრულებს, პოზიტივი ქრება, მაგრამ ჯერ ადრეა, ჯერ 2017 წლის იანვარია და ლამს "ბაიერნთან" ერთად სეზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ელოდება. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Dachi
Dachi | 29 იანვარი 2017 15:23
უბრალოდ მაინტერესებს ფეხბურთელებზე ამ მატჩში სტატისტიკა საიდან მოიტანეთ? თუ სადმე დევს გამაგებინეთ მეც მაინტერესებს.
მაგრამ.გუშინ მიულერმა სულ.18 ჯერ მიიღო ბურთი და რა 25 ზე ლაპარაკობთ? საერთოდ არც ხედავდნენ ვინგერები მიულერს , არ აწოდებდნენ ბურთს.
ყელში ამოვიდაო რომ წერთ, ნუღარ წერთ მერე ამ თემაზე თქვენს გარდა მაინც არავინ არ აქვეყნებს მსგავს სტატიებს
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა