თანადგომა მტრებს შორის ჰოფის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის სრული ისტორია

თანადგომა მტრებს შორის ჰოფის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის სრული ისტორია

მოგეხსენებათ, "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის დროს მიუნხენის "ბაიერნის" ფანებმა მასპინძელი კლუბის მფლობელის, დიეტმარ ჰოფის შეურაცხმყოფელი ბანერები გადმოფინეს. 79 წლის ბიზნესმენის წინააღმდეგ კამპანია კი საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო.

კერძოდ, ზოგადად გერმანიაში აკრძალულია, რომ კლუბის აქციების 50%-ზე მეტი რომელიმე კონკრეტულმა პიროვნებამ შეიძინოს. თუმცა, ჰოფმა მოახერხა და აქციების 96% ჩაიგდო ხელში. გარდა ამისა, ის უდიდეს ფულს დებს კლუბში და ამ თანხების დახმარებით ცდილობს მის გაძლიერებას.

ამის საწინააღმდეგოდ ორი წლის წინ დორტმუნდის "ბორუსიას" ფანებმა პირველად "გაილაშქრეს", სანაცვლოდ კი კლუბმა 50,000 ევროს ჯარიმა მიიღო. მიუხედავად ამისა, ბორუსიელმა გულშემატკივრებმა კვლავ განაგრძეს 79 წლის ბიზნესმენის წინააღმდეგ საპროტესტო მოქმედებები.

ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს "დორტმუნდის" ფანებმა გამოფინეს მიზანში ამოღებული ჰოფის პლაკატები. ამის გამო მათ "ჰოფენჰაიმის" სტადიონზე შესვლა სამი წლის განმავლობაში აეკრძალათ.

დაპირისპირების მიუხედავად, მეტოქეების დახმარება გადაწყვიტეს "გლადბახისა" და "ბაიერნის" ფანებმა. გასულ კვირაში ბორუსიელებმა, დღეს კი მიუნხენელმა ფანებმა "ჰოფენჰაიმთან" მატჩის დროს ჰოფის შეურაცხმყოფელი ბანერები გამოფინეს.

აღსანიშნავია, რომ "დორტმუნდის" ფანებმა ჰოფის საწინააღმდეგო პლაკატები და ბანერები დღესაც გამოფინეს, რის გამოც "ბაიერნის" თამაშის მსგავსად ამ კლუბის მატჩიც მცირე დროით გაჩერდა.

როგორც ჩანს, გულშემატკივრებმა დროებით დაივიწყეს დაპირისპირება და ერთი საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, რომელსაც დიეტმარ ჰოფი წარმოადგენს.


1-03-2020, 00:42
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0