გერმანიის თასის 1/4 ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" გელზერკიხენის "შალკეს" ესტუმრა და 0:1 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობის დროს კურიოზული მომენტი დაფიქსირდა. "რეკორდმაისტერის" ვეტერანმა, თომას მიულერმა კუთხური ძალიან ცუდად მოაწოდა.
მეორე ტაიმის სტარტზე გერმანელს სწრაფი კუთხურის გათამაშება უნდოდა, მაგრამ, ეს საკმაოდ ცუდად გამოუვიდა.