...

არსენალმა რემსი დაკარგა

მიუნხენის "ბაიერნის" ჩემპიონთა ლიგის მეტოქემ, ლონდონის "არსენალმა", წამყვანი ნახევარმცველი აარონ რემსი დაკარგა, რომელიც მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩს გამოტოვებს.

26 წლის უელსელმა მუხლის დაზიანება ინგლისის პრემიერ ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში, შინ "უოტფორდის" წინააღმდეგ (1:2), მიიღო და მინდორი დებიუტშივე, მეოცე წუთზე იძულებით დატოვა.

დღეს, საკუთარი გუნდის მორიგი თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, რემსის დაზიანებაზე ისაუბრა: "ჩვენ რემსი დავკარგეთ. ვფიქრობ, მას გამოჯანმრთელებისათვის ზუსტად 21 დღე დასჭირდება."

ეს კი იმას ნიშნავს, რომ "მეთოფეები" 15 თებერვალს მიუნხენში ბრიტანელი ნახევარმცველის გარეშე ითამაშებენ, რაც მათთვის უსიამოვნო ფაქტია.

აარონ რემსიმ მიმდინარე კამპანიაში, ყველა ტურნირზე ერთად, 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ორი ასისტი გააკეთა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჩემპიონთა ლიგა აარონ რემსი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა