მადრიდის "რეალი" სერიოზულად არის დაინტერესებული მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ვარსკვლავსი, იოზუა ზირკზეს დამატებით.
ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანი 19 წლის ფეხბურთელში დიდ პოტენციალს ხედავს და მას თავისი სამომავლო გეგმების ნაწილად მიიჩნევს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა თანხის გადახდას აპირებს "სამეფო კლუბი" ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ.
შეგახსენებთ, რომ ზირკზემ "ბაიერნის" მაისურით მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში სულ 100 წუთი გაატარა მინდორზე და 3 გოლის გატანა მოახერხა.