ბაიერნმა გლადბახი გაანადგურა და ბორუსიას გაუთანაბრდა

ბაიერნმა გლადბახი გაანადგურა და ბორუსიას გაუთანაბრდა

გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად მიუნხენგლადბახის "ბორუსია" 5:1 გაანადგურა და დორტმუნდის "ბორუსიას" დაეწია!

მიუნხენელებმა საკმაოდ აქტიური სტარტი აიღეს და უკვე პირველივე წუთზე მიულერის გადაცემით ლევანდოვსკი ერთი-ერთზე დარჩა, მაგრამ მას იან ზომერმა ურთულესი ბურთი აუღო.

თუმცა "ბაიერნმა" კუთხური გამოიყენა ეფექტურად - ხამესის ჩაწოდების შემდეგ ხავი მარტინესმა თავით ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა - 1:0!


მე-11 წუთზე სერჟ გნაბრის ჩაწოდების შემდეგ მიულერს ზომერმა აუღო, მაგრამ დამატებაზე თომასმა "ბაიერნის" უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

ამის შემდეგ "მ.ბორუსია" გაიხსნა და "ბაიერნმა" არაერთი კარგი მომენტი შექმნა. ლევანდოვსკი მეორედ დარჩა მეკარესთან პირისპირ და კვლავ ზომერმა აუღო, ხოლო საუკეთესო შანსი სერჟ გნაბრის ჰქონდა - ლევანდოვსკის პასით გნაბრი ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ მასაც შვეიცარიელმა მეკარემ აუღო.

ტაიმის ბოლოს კი "მ.ბორუსიამ" შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა და ერთი ბურთი გაქვითა - თორგან აზარის გადაცემით ლარს შტინდლმა გამოიჩინა თავი.

მეორე ტაიმი "ბაიერნმა" ასევე ძალიან აგრესიულად დაიწყო და სწრაფად აღადგინა ორბურთიანი უპირატესობა. მასპინძლების შეცდომის შედეგად ტიაგომ წაიღო წინ ბურთი და ლევანდოვსკის შეუყოლა, რომელმაც ამჯერად ყველაფერი ზუსტად გააკეთა - 3:1.

ამის შემდეგ "რეკორდმაისტერმა" მშვიდად გააკონტროლა თამაში და მატჩის ბოლოს სერჟ გნაბრიმაც გამოიჩინა თავი.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი იოზუა კიმიხმა მოიპოვა პენალტი, რომელიც ლევანდოვსკიმ გოლად აქცია და დუბლი მიითვალა ანგარიშზე.

ნიკო კოვაჩის გუნდმა 51 ქულა დააგროვა და "ბორუსიას" ქულათა რაოდენობით გაუთანაბრდა. თუმცა დორტმუნდელები პირველ ადგილს ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ინარჩუნებენ.


3-03-2019, 02:22
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0