...

ბაიერნი 1:1 შალკე - მატჩის ანალიზი

გუშინ საღამოს მიუნხენის "ბაიერნმა" "ალიანს არენაზე" წლის პირველი თამაში ჩაატარა და ქომაგებს იმედები კვლავ გაუცრუა.

კარლო ანჩელოტის გუნდმა ისევ არადამაჯერებლად იასპარეზა და საკუთარ კედლებში "შალკე" ვერ დაამარცხა - 1:1. ახლა კი გთავაზობთ ამ შეხვედრის დეტალურ განხილვას.

მატჩის მსვლელობა
მიუნხენურმა კლუბმა ჩვეულ სტილში დაიწყო და ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა. არიენ რობენის პირველ გარღვევას კი გატანილი გოლი მოჰყვა. ჰოლანდიელი მარჯვენა ფლანგიდან დაიძრა და საჯარიმოში პასის გაკეთება სცადა. შემდეგ ბურთი ჰოლგერ ბადშტუბერმა ჩაჭრა, მაგრამ ეს წარუმატებლად გააკეთა და რეალურად "რეკორდმაისტერის" საგოლე კომბინაცია წამოიწყო. რობენმა ცენტრში ვიდალს დაუგორა, არტურომ საჯარიმოში ლევანდოვსკის შეაყოლა და პოლონელმა ყველაფერი ოსტატურად შეასრულა - კარიდან კარგად გამოსულ ფიარმანს, რომელმაც კუთხე დაფარა, ბურთი თავზე გადაუგდო და ბუნდესლიგაში თავისი მე-15 გოლი გაიტანა. ამას "შალკეს" აგრესია და სწრაფი პასუხი მოჰყვა. "ბაიერნის" საჯარიმოსთან ახლოს, გელზენკირხენელთა შეტევის მარცხენა ფლანგისკენ საჯარიმო დაინიშნა. ბურთთან ბრაზილიელი ცენტრალური მცველი, ნალდო, მივიდა, რომდელსაც უძლიერესი დარტყმა აქვს და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ნალდომ ნოიერისგან შორეულ დაბალ კუთხეში გაუშვა და კარის ბადი მძლავრად შეარხია - 1:1. აშკარაა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარემ ამ ეპიზოდში იდეალურად ვერ ითამაშა, მაგრამ მკაფიო შეცდომაზე ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან ნალდომ საოცარი სიძლიერით დაარტყა, თანაც ბურთი გაზონზე დაეცა და მიმართულება ცოტათი შეიცვალა, ამიტომ 30 წლის გერმანელისთვის რეაგირება ურთულესი იყო.

ამის შემდეგ კი თამაში ძალიან სანახაობრივად წარიმართა, მაგრამ არა "ბაიერნის" სასარგებლოდ. "შალკეს" სამი საგოლე მომენტი ჰქონდა, "რეკორდმაისტერს" კი - მხოლოდ ორი. "ლურჯების" ნახევარმცველებმა, ბენთალებმა, გორეცკამ და კალიჯური ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს, ორთაბრძოლების დიდი ნაწილი მოიგეს და "ბაიერნის" უკანა ხაზს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. ამას ემატებოდა სეად კოლასინაჩის მოულოდნელი და ეფექტური ჩართვები შეტევაში. პირველი რეალური შანსი სწორედ ბოსნიელ მარცხენა მცველს ჰქონდა, რომელიც საჯარიმოში გორეცკამ იპოვნა და კოლასინაჩს მანუ ნოიერმა აუღო. ამას დანიელ კალიჯურის ზუსტი დიაგონალი მოჰყვა, რომლის შედეგადაც გორეცკა საჯარიმოში კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, უბრალოდ დარტყმა არ გამოუვიდა. ამის საპასუხოდ კარგი შანსი ხუან ბერნატს ჰქონდა, რომელმაც დასწრებაზე ივარგა, მაგრამ მისი ჭკვიანური დარტყმული ახლო კუთხეში ფიარმანმა ფეხით მოიგერია. პირველი ნახევრის ბოლოს გუნდებმა ხარიხები გაცვალეს. ბენთალებმა საჯარიმოში შეჭრილ კოლასინაჩს ფანტასტიკური გრძელი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც უკან გვიდო ბურგშტალერს დაუგორა და "შალკეს" ახალწვეულმა ნოიერის კარის ხარიხა "ჩამოიღო." იღბალმა "ბაიერნსაც" უმტყუნა, როდესაც რობენის კარგი პასის შემდეგ ლევანდოვსკიმ ბურთი გაისწორა, ლამაზად გაუშვა ცხრიანში, მაგრამ ისევ ხარიხა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი ასე დასრულდა.

მეორე ნახევარში კი უფრო ნაკლები მომენტი იქმნებოდა, მაგრამ ეს "შალკეს" სავსებით აწყობდა. "ბაიერნა" ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, თანაც საკმაოდ დიდი, მაგრამ გუნდს კრეატივი აკლდა. დუგლას კოშტამ მორიგი სუსტი თამაში ჩაატარა, თომას მიულერი ისევ შეუმჩნეველი იყო, არიენ რობენს კი სეად კოლასინაჩი ღირსეულად მეურვეობდა, მაგრამ ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა რამდენიმე ჯარიმა მაინც მოიპოვა და ხიფათიც შექმნა. "რეკორდმაისტერს" კი ბოლო პასი აკლდა. მოგვიანებით კარლო ანჩელოტიმ თამაშში ფილიპ ლამი, დავიდ ალაბა და კინგსლი კომანი ჩართო, მაგრამ მათ შეტევით პოტენციალს ვერაფერი შემატეს. ყველაზე რეალური შანსი ხავი მარტინესს ჰქონდა, რომელიც მეკარესთან თითქმის პირისპირ დარჩა, მაგრამ ძალიან ცუდად დაარტყა. ბოლოსკენ "ბაიერნმა" ზეწოლას უმატა და რამდენიმე ნახევარმომენტიც შექმნა, მაგრამ ამას გუნდს აქტივში ვერ ჩავუწერთ. "შალკემ" კი იბრძოლა და ნამდვილად დამსახურებული ქულა მოიპოვა.

მთავარი პრობლემა - რაფინია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელი მატჩის ყველაზე ცუდი მოთამაშე "ბაიერნის" გამოცდილი მარჯვენა მცველი, ბრაზილიელი რაფინია იყო, რომელმაც უკანა ხაზზე ბევრი უხეში შეცდომა დაუშვა. პირველ ტაიმში "შალკემ" სამივე საგოლე ეპიზოდი საკუთარი შეტევის მარცხენა ანუ რაფინიას ფლანგიდან შექმნა და სამივე ეპიზოდში ბრაზილიელმა დააგვიანა - პოზიციურად შეცდა. მთელი მატჩის განმავლობაში მას ნომინალურად მარჯვენა ცენტრალური მცველი, ხავი მარტინესი, აზღვევდა, მაგრამ ესპანელი ყოველთვის ვერ ასწრებდა და ამის ნათელი დასტური გვიდო ბურგშტალერის მომენტია, როდესაც რაფინიას სეად კოლასინაჩი გაექცა, დაზღვევაზე წასულმა მარტინესმა განწირული ვარდნა განახორციელა, მაგრამ ბურთზე ვერ ითამაშა და საბოლოოდ "შალკეს" ცენტრალური ფორვარდი უმეთვალყურეოდ დარჩა.

გასაგებია, რომ კარლო ანჩელოტის როტაცია უყვარს, მაგრამ უბრალოდ აღსანიშნავია, რომ ხუან ბერნატისგან განსხვავებით, რაფინიას ძირითადში დაყენება სერიოზული რისკია, რადგან ბრაზილიელი მაღალი დონის მოთამაშე არ არის. რა თქმა უნდა, გუშინდელი წარუმატებელი თამაში მხოლოდ მისი ბრალი არ არის, მაგრამ ყველაზე სუსტად წითელი მაისურით სწორედ რაფინია გამოიყურებოდა, თანაც მის შეცდომებს მანუ ნოიერის კართან სერიოზული ხიფათები მოჰყვა.

მოშლილი ცენტრი

ნახევარდაცვის ცენტრმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თამაში აჩვენა და ამის წყალობით გელზენკირხენის "შალკე" დაცვიდან შეტევაში სწრაფად და მარტივად გადადიოდა. ინდივიდუალურად როგორც არტურო ვიდალმა, ისე ხაბი ალონსომ, ცუდად იასპარეზეს და საკმაოდ არეულად მოქმედებდნენ. თამაშის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ გუნდს კომპაქტურობა დააკლდა და "ბაიერნის" დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არ იყო. ეს კი პირველ რიგში სწორედ საყრდენების, პირველ რიგში კი, ალონსოს ბრალია. ვეტერანი ესპანელი მიმდინარე კამპანიაში საკმაოდ კარგად გამოიყურება, მაგრამ "შალკესთან" თამაში ჩააგდო. ვიდალი, ტრადიციულად, ძალინ ბევრს იბრძოდა და რამდენიმე რთულ სიტუაციაში გუნდს მკვდარი ბურთი მოუპოვა, მაგრამ ამავდროულად, რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა პასის დროს და ცენტრში არაერთი ორთაბრძოლა წააგო. საერთო ჯამში კი, "ბაიერნის" ცენტრი მოშლილი იყო და მეტოქეს სრული თავისუფლება ჰქონდა.

რა სჭირს კომანს?
1:1-ზე, როდესაც "ბაიერნს" შეტევაში ახალი ძალები და ენერგია სჭირდებოდა, კარლო ანჩელოტიმ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და პირველი თამაშში 20 წლის ტექნიკური, სწრაფი ვინგერი - კინგსლი კომანი ჩართო, რომელსაც ტრავმის გამო დიდი ხანი გაუცდა და თამაშს მოწყურებული უნდა იყოს. თუმცა იმის მაგივრად, რომ კომანს "რეკორდმაისტერის" შეტევები გაემწვავებინა, მთელი დარჩენილი დრო შეუმჩნევლად იყო და არაფერი გაუკეთებია. ეს კი პირველი შემთხვევა არ არის, რადგან მას შანსი წინა ტურშიც მიეცა, მაგრამ ასევე უსარგებლოდ გამოიყენა. გასაგებია, რომ კომანი ოპტიმალურ ფორმაში არ არის, მაგრამ ასეთი სუსტი თამაში უკვე საშიშია.

ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ კინგსლიმ გასული სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა და მინდორზე ყოველთვის აქტიურად შედიოდა, თავდაჯერებული და მობილიზებული. ახლა კი თითქოს ახალგაზრდა ფრანგმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგა, რადგან ის დრიბლინგზე თამამად ვერ მიდის და აშკარაა, რომ გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. თუ ანჩელოტი კომანს დროზე არ დაელაპარაკება, შესაძლოა მის გამოსყიდვას აზრი არ ჰქონდეს, რადგან კინგსლი აშკარად საშინელ ფორმაში იმყოფება და "ბაიერნს" ამ ეტაპზე ვერაფრით ეხმარება. შესაძლოა, მას ძირითადში თამაში სჭირდება და ვნახოთ მიეცემა თუ არა მსგავსი შანსი.

დღის პოზიტივი

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს - მიუნხენის "ბაიერნის" საუკეთესო მოთამაშე ამ შეხვედრაში მეტოქის ცენტრალური მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი იყო, რომელიც "შალკეში" იჯარის წესით ასპარეზობს და "ლურჯების" მაისურით გუშინ სადებიუტო მატჩი ჩაატარა. 28 წლის გერმანელი არიენ რობენს საგოლე კომბინაციის წამოწყებაში ცოტათი დაეხმარა, მაგრამ დანარჩენი დრო საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, რამდენიმე გამჭოლი პასი ჩაჭრა, რობერტ ლევანდოვსკის კარგად იჭერდა და ორთაბრძოლებშიც მშვენივრად მოქმედებდა. მან მინდორი მეორე ტაიმის დასაწყისში დატოვა და შემდეგ სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინეს, მაგრამ საშიში არაფერია, მან უბრალოდ დაისვენა. ბადშტუბერის დამაჯერებელი და კარგი თამაში სასიამოვნო სანახავი იყო, რადგან ის ზაფხულში მაინც "ბაიერნს" უნდა დაუბრუნდეს.

კაპიტნის მეხუთასე

გუშინდელი დღის მთავარი მოვლენა კი, რა თქმა უნდა, ფილიპ ლამის საიუბილეო თამაში იყო. კარლო ანჩელოტიმ კაპიტანი ძირითადში არ დააყენა, მაგრამ მან ყველაფერი კარგად იცოდა და 33 წლის გერმანელი თამაშში მოგვიანებით ჩართო. ლამმა "ბაიერნის" მაისურით მე-500 მატჩი ჩაატარა და ეს დიდებული მიღწევაა, რაც მის უნიკალურობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. ლეგენდას "ბაიერნთან" ერთად ოცი ტიტული აქვს მოგებული და ეცდება, რომ ამ სეზონის ბოლოს კიდევ არაერთი მოიპოვოს. 600 თამაშიანი ზღვარის გადალახვა ფილიპს გაუჭირდება, მაგრამ ეს არც არის აუცილებელი.

"რეკორდმაისტერის" ისტორიაში 500 ან მეტი თამაში, ლამის გარდა, მხოლოდ რვა მოთამაშეს აქვს ჩატარებული. ესენი არიან: ბასტიან შვაინშტაიგერი (500), ბერნდ დიურნბერგერი (505), ფრანც ბეკენბაუერი (539), კლაუს აუგენტალერი (545), ჰანს-ჯორჯ შვარცენბეკი (554), გერდ მიულერი (573), ზეპ მაიერი (623) და ოლივერ კანი (632). როგორც ხედავთ, ლამს ორი მათგანის ჩამოტოვება თავისუფლად შეუძლია და თუ მოინდომებს, ბეკენბაუერსა და აუგენტალერსაც არ ჩამორჩება.

უკვე ორ დღეში მიუნხენური გრანდი თავის მორიგ თამაშს ჩაატარებს და გერმანიის თასის მერვედფინალში შინ "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდება, ამიტომ ახლა გუნდმა მომდევნო თამაშისთვის უნდა დაიწყოს მზადება. "რეკორდმაისტერს" ამ ეტაპზე სეზონის მთავარი მატჩი ათ დღეში ელის, ამიტომ დროა მიუნხენელებმა ოპტიმალური ფორმა აკრიფონ, რადგან ასეთი თამაშით "არსენალის" წინააღმდეგ ბრძოლა ურთულესი იქნება. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Mapa T.Dig
Mapa T.Dig | 16 აპრილი 2017 18:40
Strictly off the record, I think the director is going to get married soon.
ремонт холодильников
ремонт холодильников

Badly written, but. Do you like acrobats?
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა