...

პრევიუ: ბაიერნი - ვოლფსბურგი

"შალკესთან" უსუსური თამაშის შემდეგ, "ბაიერნი" საკუთარი ქომაგების გახარებას უკვე გერმანიის თასზე, "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ, ეცდება.

"არსენალთან" უმნიშვნელოვანესი პაექრობის დაწყებამდე უკვე ერთი კვირა დარჩა, ამიტომ დროა "რეკორდმაისტერმა" მოუმატოს და უმაღლესი დონის ფეხბურთი აჩვენოს.

ბაიერნი - ვოლფსბურგი

ჩემპიონატი: გერმანიის თასი, მერვედფინალი
თარიღი: 7 თებერვალი, 23:45 საათი
სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: იოხენ დრეესი
პირდაპირი ტრანსლიაცია: -

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა

ფრაიბურგსა და ბრემენში მოპოვებული მძიმე გამარჯვებების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" წლის პირველი საშინაო თამაშიც სუსტად, არადამაჯერებლად ჩაატარა და გელზენკირხენის "შალკე" ვერ დაამარცხა. "ალიანს არენაზე" გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კარლო ანჩელოტის გუნდს საკმაოდ ბევრი სამუშაო აქვს. ამ ეტაპზე სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში, ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ, ძალიან მალე გაიმართება, ამიტომ დროა გუნდმა ოპტიმალური ფორმა აკრიფოს, რადგან ასეთი თამაშით "ბაიერნი" შორს ნამდვილად ვერ წავა. ამის შესახებ მანუელ ნოიერმა, ფილიპ ლამმა, არიენ რობენმა თამამად ისაუბრეს და გუშინდელ პრესკონფერენციაზე ანჩელოტიმ საკუთარი ფეხბურთელების თვითკრიტიკა მოიწონა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის თვითკრიტიკაა, რომელმაც რაიმე უნდა მოიფიქროს, რათა "რეკორდმაისტერის" თამაში უფრო მრავალფეროვანი, დამაჯერებელი და რაც ყველაზე მთავარია, კრეატიული გახდეს. თუკი გასულ სეზონებში მეტოქეებისათვის "ბაიერნი" აბსოლუტურად ამოუცნუბი ტაქტიკური და ტექნიკური გუნდი იყო, ამჯერად გუნდის თამაში მარტივად პროგნოზირებადი და პრაგმატულია. ასე იყო იუპ ჰაინკესის დროსაც, მაგრამ მაშინ მიუნხენური მანქანა მაღალი ხარისხით ისეთ სისწრაფეებზე მოქმედებდა, რომ მისი შეჩერება შეუჩერებელი იყო. ახლა კი არც ხარისხია და არც სიჩქარე. გერმანულ პრესაში უკვე მიუნხენური გრანდის კრიზისზეც კი საუბრობენ, ამიტომ დროა "ბაიერნმა" თავისი რეალური სახე გამოაჩინოს. დღეს ანჩელოტის მეორე შანსი აღარ მიეცემა, ამიტომ "რეკორდმაისტერი" მინდორზე გავა და ყველაფრის დასრულებას 90 წუთში ეცდება. საბედნიეროდ, ტიაგო ალკანტარა უკვე 100%-თ მზად არის და როგორც პაპა კარლომ დაანონსა, ესპანელი ძირითად შემადგენლობაში იქნება. სავარაუდოდ, ის 4-2-3-1 ტაქტიკაში თომას მიულერის ადგილს დაიკავებს. იოზუა კიმიხიც მომჯობინდა, გრიპი დაძლია და გუნდთან ერთად არის. გასულ უქმეებზე ანჩელოტიმ ძირითადი განაპირა მცველები დაასვენა, მაგრამ ახლა ლამი და ალაბა პირველივე წუთებიდა საქმეში იქნებიან. "ბაიერნი" ვალდებულია, რომ აჩვენოს გაცილებით უკეთესი ფეხბურთი და რა თქმა უნდა, გერმანიის თასის მომდევნო ეტაპზე გავიდეს.

"ვოლფსბურგი" კვლავ საკმაოდ მძიმე სიტუაციაშია და შეიძლება ითქვას, რომ გუნდი თავიდან იბადება. ზამთარში "მგლებმა" კიდევ ერთი გამორჩეული მოთამაშე, იულიან დრაქსლერი და ძალიან მშრომელი დანიელ კალიჯური დაკარგეს, მაგრამ რამდენიმე საკმაოდ კარგი ტრანსფერი განახორციელეს. "ვოლფსბურგის" რიგები უნიჭიერესმა ფრანგმა ვინგერმა, პოლ-ჟორჟ ნტეპმა და "მაინცის" ყოფილმა ლიდერმა, იუნუს მალიმ, შეავსეს. მიუხედავად ამისა, გუნდი ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, აკლია ორგანიზება და სტაბილურობა, ამიტომ "ჰამბურგის" დამარცხების შემდეგ "ვოლფსბურგმა" ზედიზედ ორი მატჩი წააგო და გასავარდნ ზონას კვლავ მიუახლოვდა. ვალერიან ისმაელის მთავარი თავსატეხი სუსტი დაცვის ხაზია, რომელსაც შეკვრა და შეთამაშება სჭირდება. სწორედ ამიტომ, ფრანგმა სპეციალისტმა გასულ უქმეებზე, "კიოლნის" წინააღმდეგ, ხუთი მცველით ითამაშა და "ბაიერნის" ყოფილი საყრდენი, ლუის გუსტავო, "ლიბეროს" პოზიციაზე გაამწესა. გამოცდილ ბრაზილიელს ამ როლის შესრულება კარგად შეუძლია და ვნახოთ ეს ტაქტიკა "ალიანს არენაზე" როგორ იმუშავებს. გუნდში რამდენიმე მართლაც საკმაოდ ნიჭიერი მოთამაშეა. ზემოთხსენებული ნტეპის გარდა, რომელიც მაინც ახალწვეულია, უნდა ვახსენოთ რიკარდო როდრიგესი, იანიკ გერჰარდტი, მაქსიმილიან არნოლდი, ბორხა მაიორალი, სეგუინი. "ვოლფსბურგს" ერთი თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება და დიდი მეტოქისათვის სერიოზული პრობლემების შექმნა თავისუფლად შეუძლია, მაგრამ ვნახოთ რამდენად გამოუვა. სავარაუდოდ, "მგლები" ისევ 5-3-1-1 სქემით იმოქმედებენ, სადაც გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელი მარიო გომესი იქნება, მის უკან კი მალი იმოქმედებს. ცენტრში გილავოგის, სეგუინისა და არნოლდის ტრიო იმოქმედებს, საიდანაც შეტევაში არნოლდი აიწევს ხოლმე. ისმაელმა თამაშის წინ ამბიციური განცხადება გააკეთა და ვნახოთ რის შემოთავაზებას აპირებს.

"ბაიერნი" აშკარა ფავორიტია, მაგრამ ბოლო დროინდელი სუსტი თამაშის გამო "ვოლფსბურგს" მშვენიერი შანსი ეძლევა, რათა გერმანიის თასის მეოთხედფინალში გავიდეს. "რეკორდმაისტერმა" კი უნდა დაამტკიცოს, რომ გონს მოვიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი: ნოიერი - ლამი, მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - ალონსო, ვიდალი - რობენი, ტიაგო, დუგლას კოშტა - ლევანდოვსკი.

ვოლფსბურგი: ბენალიო - ვიერინია, ბრუმა, ლუის გუსტავო, რ.როდრიგესი, გერჰარდტი - სეგუინი, გილავოგი, არნოლდი - მალი - გომესი.

საინტერესო ფაქტები

  • მიუნხენის "ბაიერნი", კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით, საკუთარ მოედანზე კვლავ დაუმარცხებელია (11 მოგება, 3 ფრე), ბურთების შეფარდება - 40:7-თან!

  • "რეკორდმაისტერს" გერმანიის თასზე 25 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს (21 მოგება, 4 ფრე). ბოლო გუნდი, რომელმაც "რეკორდმაისტერი" ძირითად დროში დაამარცხა იურგენ კლოპის დორტმუნდის "ბორუსია" იყო. ეს 2012 წელს, ფინალში მოხდა - 5:2.

  • გერმანიის თასის საშინაო თამაშებში კი "ბაიერნს" ჩინებული სტატისტიკა აქვს - ბოლო 12 მატჩიდან 11 გამარჯვება და ერთი ფრე "ბორუსიასთან", რომლის შედეგად ერთხელ პენალტების სერიაში დამარცხდა (2015 წლის ნახევარფინალი 0:2). ამ თამაშებში გუნდმა სულ 38 ბურთი გაიტანა და და მხოლოდ 7 გაუშვა.

  • "ვოლფსბურგს" გერმანიის თასზე სტუმრად ასევე დიდებული მაჩვენებელი აქვს - ზედიზედ ხუთიი გამარჯვება, მაგრამ ხუთივე ადრეულ სტადიებზე, მარტივ მეტოქეებთან.

  • "ბაიერნისა" და "ვოლფსბურგის" გზები კი გერმანიის თასზე სამჯერ გადაიკვეთა და მომდევნო ეტაპზე სამივეჯერ მიუნხენური კლუბი გავიდა.

  • 2008 წელს "რეკორდმაისტერმა" "ვოლფსბურგი" ნახევარფინალში შინ 2:0 დაამარცხა. 2013 წელს ისტორია განმეორდა - ისევ ნახევარფინალი, ისევ მიუნხენი და ამჯერად 6:1, რომლის დროსაც მარიო გომესმა გერმანიის თასის ისტორიაში უსწრაფესი ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

  • გერმანიის თასზე ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება კი გასულ სეზონში გაიმართა. მეორე წრეში "ბაიერნმა" სტუმრად "მგლები" 3:1 დაამარცხა. დუგლას კოშტას ულამაზეს გოლს თომას მიულერის დუბლი მოჰყვა.

  • "ვოლფსბურგი" "ალიანს არენას" ისტორიაში 23-ჯერ ეწვია და გამარჯვება ვერცერთხელ ვერ მოიპოვა (1 ფრე, 22 მარცხი).

  • მეტოქის ბანაკში რამდენიმე "ბაიერნის" ყოფილი მოთამაშეა: ლუის გუსტავო, მარიო გომესი და მთავარი მწვრთნელი ვალერიან ისმაელი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პრევიუ გერმანიის თასი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა