...

მათეუსი იოზილს ბაიერნში გადასვლას ურჩევს

მიუნხენური გრანდისა და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ლეგენდარული ლოთარ მათეუსი, "არსენალის" გამთამაშებელს "ბაიერნში" გადასვლას ურჩევს.

"მესუთი დიდებული მოთამაშეა. მან კარგად იცის, რომ "არსენალის" ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია. მისი გადაბირება ბევრ ევროპულ გრანდს ენდომება.

თუმცა თუ იოზილს დიდი ტიტულების მოგება სურს, მაშინ ამ სურვილის ახდენის გაცილებით მეტი შანსი მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად ექნება.

არამგონია, რომ მიუნხენური კლუბი მისმა მაღალმა სატრანსფერო ღირებულებამ შეაშინოს. თუ ინგლისური და ჩინური კლუბების მიერ დამყარებულ თამასას გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ "ბაიერნს" ამ ტრანფერისათვის დაახლოებით 50 მილიონი ევრო დასჭირდება.

თუ მათ უმაღლესი კლასის კლუბების დონეზე ყოფნა სურთ, მაშინ ასეთი თანხები ჩვეულებრივ უნდა გადაიხადონ. იმისათვის, რომ მსოფლიო კლასის ფეხბურთელი დაიმატო, აუცილებელია დიდი ინვესტიცია", - აცხადებს 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი.

28 წლის გერმანელი ლონდონურ კლუბს 2013 წელს მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის საკვანძო ფიგურაა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ლოთარ მათეუსი მესუტ იოზილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა