ჰუმელსი მიუნხენი ყოველთვის მომენატრება

ჰუმელსი მიუნხენი ყოველთვის მომენატრება

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა, დორტმუნდის "ბორუსიაში" დაბრუნებაზე ისაუბრა.

"რატომ გადავწყვიტე დორტმუნდში დაბრუნება? ძალიან მინდოდა, რომ კვლავ შემეგრძნო აქაური არანორმალური ატმოსფერო. ამ სეზონში რამდენიმე თამაშისგან საოცარი სიამოვნება მივიღე - "ინტერის", "ბარსელონას", "პსჟ-ს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში, აგრეთვე "გლადბახთან" დერბიში.

აქ მოვედი მომენტებისთვის, რომელიც გამარჯვების შემდეგ გეუფლება. როდესაც მუდმივ წარმატებას მიჩვეული ხარ, ისეთ სიამოვნებას ვეღარ იღებ. "ბორუსიამ" ზედიზედ შვიდჯერ რომ მოიგოს გერმანიის ჩემპიონატი ცხადია ისე ვერ აღნიშნავს, როგორც პირველად.

მიუნხენი კი ყოველთვის მომენატრება. "ბაიერნში" გატარებული პერიოდი დიდებული და სასარგებლო გამოცდილება იყო", - განაცხადა 31 წლის გერმანელმა.

მატს ჰუმელსმა მიუნხენურ გრანდში სამი წელი (2016-19) დაჰყო და 116 თამაში ჩაატარა. ამ სეზონის დაწყებამდე მატსი დაბრუნდა "ბორუსიაში", რომლის ღირსებას 2008-16 წლებშიც იცავდა.


21-03-2020, 15:47
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0