...

ლევანდოვსკი: "კლოპს ხშირად ვენიძლავებოდი ხოლმე"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, დორტმუნდის "ბორუსიაში" გატარებული პირველი წლები და იურგენ კლოპი გაიხსენა.

"კლოპმა მაიძულა, რომ საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დავრწმუნებულიყავი. "ბორუსიაში" პირველი სამი-ოთხი თვის განმავლობაში ყოველთვის ვთამაშობდით ხოლმე და ის ჩემს წინააღმდეგ 50 ევროს ჩამოდიოდა.

თავიდან კლოპი მუდმივად იგებდა. თუმცა მე ნელ-ნელა გოლების გატანა, მან კი წაგებები დაიწყო, შემდეგ კი ნიძლავის დადება აღარ უნდოდა. საერთო ჯამში, მოგებაშიც კი დავრჩი.

კლოპმა დამანახა, რომ ვარჯიშებზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ მისი წყალობით გავიგე თუ რა უნდა გააკეთო ბურთის გარეშე. შეხედეთ "ლივერპულს", რომელიც საოცარ პრესინგს ანხორციელებს. კლოპისგან სწორედ ეს ვისწავლე.

გარდა ამისა, მან ჩემს საშემსრულებლო ოსტატობაზეც იმუშავა. როდესაც "ბორუსიაში" გადავედი, დამაგვირგვინებელ ფაზაში არც ისე ეფექტური ვიყავი. იურგენმა კი ყველაფერი მიმითითა", - აცხადებს 28 წლის პოლონელი.

რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდის "ბორუსიას" 2010 წელს პოზნანის "ლეხიდან" შეუერთდა და უმაღლესი დონის ფორვარდად სწორედ ამ კლუბში ჩამოყალიბდა.

2014 წლის ზაფხულში კი მიუნხენურ კლუბს უფასოდ შეუერთდა. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა