გნაბრიმ ბაიერნთან კონტრაქტი გაიხანგრძლივა

გნაბრიმ ბაიერნთან კონტრაქტი გაიხანგრძლივა

სერჟ გნაბრიმ "ბაიერნში" კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაიხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"გვიხარია, რომ სერჟ გნაბრიმ ხელი მოაწერა ახალ, დიდხნიან კონტრაქტს. თავის პირველ სეზონში ჩვენთან მან წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. სერჟი არის "ბაიერნის" მომავლის დიდი ნაწილი. დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალში ერთად კიდევ მრავალ ბედნიერ მომენტს გავიზიარებთ, " - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა,ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

სერჟ გნაბრიმ ისაუბრა იმის შესახებ, რომ მიუნხენში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს.

"ამ გუნდში თამაში დიდი სიამოვნებაა. ვიმედოვნებ, რომ აქ მრავალი ტიტულის მფლობელი გავხდები და გუნდთან ერთად მრავალ ბედნიერ მომენტს გავიზიარებ. მე მოველი ნათელ მომავალს "ბაიერნში". სპორტული კუთხით, ახლა ჩემი საქმეები ძალიან კარგად მიდის, მაგრამ ვიცი, რომ სამომავლო განვითარებისთვის კიდევ საკმარისი პოტენციალი მაქვს," - ციტირებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებგვერდი 23 წლის ფეხბურთელის სიტყვებს.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში გნაბრი რეკორდმაისტერის წევრი გახდა. "ბაიერნის" მაისურით 29 მატჩში სერჟმა 8 გოლის გატანა შეძლო. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ვინგერმა ჩაატარა 5 მატჩი, სადაც 4 გოლი გაიტანა.


6-03-2019, 03:26
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0