...

ბაიერნი - არსენალი: ურთიერთშეხვედრების ისტორია

სულ რაღაც ორ დღეში, ოთხშაბათ საღამოს, მიუნხენის "ბაიერნი" ამ ეტაპზე მიმდინარე სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს ჩაატარებს და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მერვედფინალური ეტაპის ეგიდით ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდება.

ხვალ ჩემპიონთა ლიგა განახლდება და რა თქმა უნდა, ეს დიდი მოვლენაა, ზეგ კი საქმეში მიუნხენური გრანდიც ჩაერთვება. მეტოქე უმაღლესი კლასის სახელოვანი კლუბია, მაგრამ მას "ბაიერნი" ძალიან კარგად იცნობს.

ბოლო წლებში "ბაიერნისა" და "არსენალის" დაპირისპირებები ნამდვილ კლასიკად იქცა. უკანასკნელი ხუთი სეზონის განმავლობაში ამ გუნდების გზები უკვე მეოთხედ გადაიკვეთა და მესამედ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე.

რა თქმა უნდა, არსენ ვენგერის დიდებული გუნდი ურთულესი მოწინააღმდეგეა, მაგრამ არა "რეკორდმაისტერისათვის", რომელსაც ლონდონური კლუბი იდეალურად ჰყავს დაცდილი.

ახლა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, გთავაზობთ "ბაიერნისა" და "არსენალის" ურთიერთშეხვედრების ისტორიას. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ "მეთოფეებთან" დაპირისპირებები, რომლებიც ჩვენი გუნდისათვის, როგორც წესი, წარმატებით სრულდებოდა.

2000/01

ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენური გრანდისა და "არსენალის" გზები პირველად 2000/01 წლების სეზონში გადაიკვეთა, როდესაც ეს გუნდები მეორე ჯგუფურ ეტაპზე ერთ ქვეჯგუფში მოხვდნენ. არსენ ვენგერის საკმაოდ ძლიერმა გუნდმა პირველ ტურში სრული კრახი განიცადა და მოსკოვში "სპარტაკის" წინააღმდეგ სენსაციურად 1:4 განადგურდა. 2000 წლის 5 დეკემბერს კი, მეორე ტურში, "არსენალმა" ლეგენდარულ ძველ საშინაო არენა "ჰაიბერიზე" ოტმარ ჰიტცფელდის "რეკორდმაისტერი" მიიღო. ლონდონელებმა ძალიან აგრესიულად დაიწყეს და ანგარიში დებიუტშივე, მეოთხე წუთზე, გახსნეს. პირესმა, კანუმ და ტიერი ანრიმ ულამაზესი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ტიტიმ დააგვირგვინა - 1:0. მეორე ტაიმშის დასაწყისში კი ანრის გარღვევისა და კარგი პასის შემდეგ თავი ნვანკუ კანუმ გამოიჩინა და "არსენალი" ორი ბურთით დაწინაურდა.

თუმცა ჰიტცფელდის "ბაიერნი" არასოდეს ნებდებოდა და ბრწყინვალე ხასიათი "ჰაიბერიზეც" გამოავლინა. ზუსტად ერთ წუთში ეფენბერგის მიერ შესრულებულ სტანდარტს "არსენალის" საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითიც სტუმრების მარცხენა მცველმა, მიხაელ ტარნატმა, ისარგებლა და თავისი ჩვეული ძლიერი დარტყმით დაბალ კუთხეში ერთი ბურთი გაქვითა. ათ წუთში კი მეჰმეტ შოლმა ფანტასტიკური საჯარიმო დარტყმა შეასრულა და "ბაიერნს" ერთ ქულა მოუტანა. საბოლოოდ ეს დიდებული თამაში ფრედ 2:2 დასრულდა და აღსანიშნავია, რომ მაშინ "არსენალის" კარს ცნობილი ავსტრიელი გოლკიპერი, ალექს მანინგერი, იცავდა, რომელიც ბოლო წლებში "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში არაერთხელ დაამწუხრა.


მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე კი "არსენალი" რთულ სიტუაციაში ჩავიდა, რადგან ლიონის "ოლიმპიკს" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებდა და მეორე ადგილის დაკარგვის საშიშროება იყო. "რეკორდმაისტერს" კი პირველი ადგილის დაკავება სურდა, ამიტომ ჩვეულ სტილში სწრაფი გოლი გაიტანა და მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა. ჯოვანი ელბერმა "ბაიერნს" 1:0 მოაგებინა და მეოთხედფინალში გაიყვანა. მომდევნო ეტაპზე "მეთოფეებიც" გავიდნენ, მაგრამ მათი გზა მეოთხედფინალში შეწყდა, ხოლო ოტმარ ჰიტცფელდის ლეგენდარულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვა.

2004/05

ფლეი-ოფის სტადიაზე ამ გუნდების პირველი დაპირისპირება კი 2004/05 წლების კამპანიაში შედგა, როდესაც "ბაიერნს" ფელიქს მაგათი წვრთნიდა. "არსენალი" კვლავ ინგლისის მოქმედი ჩემპიონი იყო და საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, რომელსაც ისევ ტიერი ანრი ლიდერობდა. ამ დაპირისპირების მთავარი ინტრიგა კი ორი გერმანელი გოლკიპერის, ოლივერ კანისა და იენს ლემანის, ურთიერთშეხვედრა იყო, თანაც იმ პერიოდში ლემანს "ტიტანი" ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობიდან უკვე ამოგდებული ჰყავდა. თანაც, მათი ურთერთობა არც ისე თბილი იყო, ვიდრე მოგვიანებით, მშობლიური მსოფლიო ჩემპიონატის დროს.

პირველი თამაში მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, საკმაოდ ცივი ამინდის ფონზე. ანგარიში უკვე მეოთხე წუთზე გაიხსნა, როდესაც ოლივერ კანმა ძლიერი დარტყმით ბურთი პირდაპირ მეტოქის საჯარიმოში ჩააგდო, სადაც კლაუდიო პისარომ პოზიციურად იდეალურად იმოქმედა, მარცხენა ფეხით ჩინებული დარტყმა განახორციელა და "ბაიერნი" დააწინაურა. მიუნხენელებმა საკმაოდ კარგად დაიწყეს და პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარეს, "ბაიერნს" მეორე ბურთის გატანაც შეეძლო, მაგრამ ეს მეორე ნახევრისთვის შემოინახა. 56-ე წუთზე შოლის ჩაწოდების შემდეგ პისარომ თავით დუბლი გაიფორმა, რამდენიმე წუთში კი როი მაკაის ჩაწოდების შემდეგ ჰასან სალიჰამიჯიჩმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 3:0! მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი "მეთოფეებმა" სტანდარტი გამოიყენეს და კოლო ტურემ ერთი ბურთი გაქვითა, რითიც საკუარ გუნდს საპასუხო მატჩისათვის შანსები დაუტოვა.

საპასუხო შეხვედრაში კი "მეთოფეებმა" "ბაიერნს" პრობლემები შეუქმნეს, მაგრამ მხოლოდ 1:0 იმარჯვეს. ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე ტიერი ანრიმ გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ფელიქს მაგათის გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ იქ სხვა ლონდონურ კლუბთან, "ჩელსისთან", დამარცხდა.

2012/13

ეს კი ყველაზე ტკბილად და ამავდროულად მწარედ გასახსენებელია დაპირისპირებაა. იუპ ჰაინკესის დიდებულმა გუნდმა "უემბლისკენ გზა" სწორედ არსენ ვენგერის "არსენალით" დაიწყო. ლონდონში პირველი მატჩი გერმანელებმა ბრწყინვალედ ჩაატარეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. თომას მიულერის ჩაწოდების შემდეგ ტონი კროოსმა ფენომენალური დარტყმა განახორციელა და ვოიჩეხ შესნი უშანსოდ დატოვა. მალევე მიულერმა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი კარის ბადეში ფეხით გადაგზავნა - 2:0. პირველ ნახევარში "არსენალს" გაუჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო და ლუკაშ პოდოლსკიმ მანუელ ნოიერის არასწორი გამოსვლით ისარგებლა - 1:2. თუმცა "ბაიერნი" არ გატყდა, უპირატესობა კვლავ მოიპოვა და ლამის ჩაწოდების შემდეგ მარიო მანჯუკიჩმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 3:1.

ასეთი დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ყველას ეგონა, რომ "ბაიერნმა" მეოთხედფინალის საგზური უკვე მოიპოვა. თუმცა "არსენალს" უყვარს განწირულ სიტუაციებში საოცრებების ჩადენა და "ალიანს არენაზე" უკვე მეორე წუთზე დაწინაურად - მათ ულამაზესი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ოლივიე ჟირუმ დააგვირგვინა. "რეკორდმაისტერი" მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, ბურთი ეჭირა და მომენტებსაც ქმნიდა, მაგრამ გოლის გატანას ვერაფრით ახერხებდა. ბოლოსკენ ლორან კოსელნიმ ნოიერის კარი კიდევ ერთხელ აიღო და "ბაიერნი" უკვე სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა - ერთი ბურთიც და მეოთხედფინალში "არსენალი" გავიდოდა. საბედნიეროდ, ბედმა გერმანული გრანდი ბოლომდე არ გაწირა და მატჩი 0:2 დასრულდა.


როგორ დასრულდა 2012/13 წლების სეზონი ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ყველაზე მეტი პრობლემა "ბაიერნს" სწორედ ვენგერის "არსენალმა" შეუქმნა.

2013/14
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "არსენალი" და "ბაიერნი" ერთმანეთს ზედიზედ მეორედ შეხვდნენ და პირველი თამაში უფრო დრამატული გამოდგა. პირველ ტაიმში ჯერ მესუტ იოზილმა, შემდეგ კი დავიდ ალაბამ, ორი პენალტი გააფუჭეს. თუმცა "მეთოფეებს" მეკარე შესნიც გაუძევეს, ამიტომ მთელი მეორე ნახევარი ინგლისელებმა ათი კაცით ჩაატარეს. ამით კი "რეკორდმაისტერმა" დიდებულად ისარგებლა და ისევე, როგორც ერთი წლის წინ, "ემირიათსზე" ანგარიში დიდებული შორეული დარტყმით ტონი კროოსმა გახსნა. "ბაიერნი" შეტევებს აგრძელებდა და ფილიპ ლამის ჩაწოდებით შეცვლიდან შემოსულმა თომას მიულერმა "არსენალის" კარი მეორედ აიღო - 2:0.

პეპ გვარდიოლას გუნდმა ძალინ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მიუნხენში მშვიდად ითამაშა. ბასტიან შვაინშტაიგერის გოლს ძალიან მალე ლუკაშ პოდოლსკიმ უპასუხა, მაგრამ ეს იყო და ეს - 1:1. არსენ ვენგერის გუნდმა ამჯერად "რეკორდმაისტერი" ვერ აანერვიულა, მაგრამ მიუნხენში ზედიზედ მეორედ არ წააგო.

2015/16

"არსენალისა" და "ბაიერნის" ბოლო დაპირისპირება კი გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, შედგა. არსენ ვენგერის გუნდმა პირველი ორი მატჩი ზაგრების "დინამოსთან" და "ოლიმპიაკოსთან" სენსაციურად წააგო, ამიტომ შინ მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. ლონდონში ფანტასტიკური მატჩი გაიმართა და "რეკორდმაისტერი" ჩვეულ სტილში ბევრ მომენტს ქმნიდა. პირველი ნახევარი კი მასპინძლებმაც კარგად ჩაატარეს და ერთ-ერთ ეპიზოდში მანუელ ნოიერმა არანორმალური სეივი განახორციელა, როდესაც თეო უოლკოტის თავური სასწაულებრივი რეაქციით მოიგერია. მეორე ტაიმი "ბაიერნმა" გაცილებით უკეთ ჩაატარა, ძალიან კარგად უტევდა, მაგრამ მანუ ნოიერის არასწორმა გამოსვლამ ოლივიე ჟირუს ანარიშის გახსნის საშუალება მისცა. მატჩის ბოლოს კი "მეთოფეებმა" სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც იოზილის გოლით დაგვირგვინდა - 2:0.

ორ კვირაში კი "ბაიერნმა" ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა და დაამტკიცა, რომ "არსენალზე" გაცილებით ძლიერი გუნდია. მიუნხენში ანგარიში მალევე გაიხსნა. ტიაგოს უზუსტესი ჩაწოდების შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ თავით "ბაიერნი" წინ გაიყვანა. პირველი ტაიმის შაუწელს თავი მიულერმაც გამოიჩინა და უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. "არსენალს" ძალიან უჭირდა და ვერაფერს ახერხებდა. "რეკორდმაისტერი" კი დომინირებას აგრძელებდა, რასაც მალე გოლებიც მოჰყვა. ტაიმის ბოლოს დავიდ ალაბამ პეტერ ჩეხის კარი დიდებული დარტყმით აიღო. მეორე ტაიმში ჯერ არიენ რობენმა, შემდეგ კი ისევ მიულერმა გამოიჩინეს თავი. ამ გოლებს შორის ოლივეი ჟირუმ ულამაზესი მაკრატელა გაიტანა და ეს მატჩი უფრო დაამშვენა - 5:1. "ბაიერნმა" არსენ ვენგერის გუნდი გაანადგურა და ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნა.


როგორც ხედავთ, "არსენალი" მიუნხენური გრანდისთვის ძალიან კომფორტული მეტოქეა. ეს გუნდები ერთმანეთს სულ ათჯერ შეხვდნენ, საიდანაც "რეკორდმაისტერმა" გამარჯვება ხუთ შეხვედრაში მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის წინა სამი მერვედფინალური პაექრობიდან კი სამივეჯერ მომდევნო ეტაპზე გერმანელები გავიდნენ. დაე ასე გაგრძელდეს და არსენ ვენგერის გუნდი ფლეი-ოფიდან კარლო ანჩელოტიმაც გამოაგდოს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბლოგი ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
heineken
heineken | 13 თებერვალი 2017 17:23
ტრადიცია აუცილებლათ გაგრძელდება fcb
Mapa T.Dig
Mapa T.Dig | 12 აპრილი 2017 11:21
I’ll make no bones about it: I don’t like your attitude to work.
цены на свободный ремонт холодильников Беко
Not enough said, but. The letters are on the desk.
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა