...

ბაიერნმა არსენალი გაანადგურა!

ესეც ნამდვილი მიუნხენის "ბაიერნი! ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში კარლო ანჩელოტის გუნდმა ლონდონის "არსენალი" უბრალოდ გააცამტვერა - 5:1!

პირველი ტაიმი მასპინძლებისათვის ცოტათი ნერვიული გამოდგა. არიენ რობენმა დებიუტში, თავის სტილში, ულამაზესი ბურთი გაიტანა, მაგრამ "მეთოფეებმა" წონასწორობა აღდგინეს - ალექსის სანჩესმა პენალტი გააფუჭა, მაგრამ დამატებაზე ივარგა.

პირველი ნახევრის მიწურულს "ბაიერნი" მანუელ ნოიერმა მეორე გოლისგან იხსნა, მაგრამ მეორე ტაიმი უკვე მასპინძლების იყო. ლამის ჩაწოდებით ლევანდოვსკიმ თავით გაისროლა და წავიდა...სამ წუთში პოლონელის გენიალური გადაცემით ტიაგო ალკანტარამ სხვაობა ორამდე გაზარდა, ექვს წუთში კი ესპანელმა უკვე დუბლი გაიფორმა.

"არსენალი" სრულიად განადგურებული იყო და "ბაიერნს" ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ბოლო წუთებზე კი თავი თომას მიულერმაც გამოიჩინა, რომელმაც შეცვლიდან ორ წუთში გაიტანა და გაგვახსენა, რომ ის ჯერ კიდევ არსებობს.

საბოლოო ჯამში, 5:1, ანჩელოტის ყველაზე დიდი და ფასეული გამარჯვება "ბაიერნის" თავკაცობის პერიოდში. ახლა კი შეგვიძლია, რომ სიამოვნება მივიღოთ და დავტკბეთ, რადგან მეორე ნახევარი იყო უბრალოდ უმაღლესი კლასი - "რეკორდმაისტერმა" მიუნხენში საოცარი სანახაობა დადგა.

ბაიერნი 5:1 არსენალი

გოლები: 1:0 - რობენი (11'), 1:1 - სანჩესი (30'), 2:1 - ლევანდოვსკი (53'), 3:1 - ტიაგო (56'), 4:1 - ტიაგო (63'), 5:1 - მიულერი (88').
გაფრთხილება: ჰუმელსი (26'), ლამი (88') - მუსტაფი (15'), სანჩესი (33'), ჯაკა (60').

ბაიერნი: ნოიერი - ლამი, ჰუმელსი, მარტინესი, ალაბა - ალონსო, ვიდალი - რობენი (რაფინია 88'), ტიაგო, დუგლას კოშტა (კიმიხი 84') - ლევანდოვსკი (მიულერი 86').

არსენალი: ოსპინა - ბელერინი, მუსტაფი, კოსელნი (გაბრიელი 49'), გიბსი - ჯაკა, კოკლენი (ჟირუ 77') - ჩემბერლეინი, იოზილი, ივობი (უოლკოტი 66') - სანჩესი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
mamuka darchia
mamuka darchia | 16 თებერვალი 2017 02:13
დაგლიჯა ვაფშე საღოლ ბიჭებს. ოჰ ამ ღამეს რა კარგად დამეძინება. გილოცავთ ბავარიის ფანებო უმაგრესები ვართ.
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა