...

კარსტენ იანკერი ბაიერნზე: " მთავარი სურვილია"

ის, თუ როგორ აღნიშნავდა იგი გატანილ გოლს, ახსოვს "ბაიერნის" ყველა გულშემატკვირას.  ყოველთვის, როცა კარსტენ იანკერს გოლი გაჰქონდა, კოცნიდა ნიშნობის ბეჭედს. თავდამსხმელი გერმანული რეკორდმაისტერის მაისურით თამაშობდა 1996-იდან 2002 წლის ჩათვლით და ამ პერიოდის განმავლობაში მოიგო ოთხჯერ გერმანიის ჩემპიონატი, ორჯერ - თასი, ხოლო 2001 წელს ჩემპიონთა ლიგაზე აღნიშნა ტრიუმფი.

ამჟამად იანკერი უეფა PRO-ს ლიცენზიის მიღების პროცესშია და ამ დღეებში ეწვია ზებენერშტრასეს, რათა ენახა კარლო ანჩელოტის მუშაობა. მან fcbayern.com-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც ისაუბრა "ჰამბურგთან" 2001 წლის მატჩის მნიშვნელობაზე, თავის ნიშნობის ბეჭედზე და გააანალიზა რობერტ ლევანდოვსკის თამაში.

ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობდნენ "ბაიერნის" გოლზე, რომელიც "ჰერტას" კარში გავიდა ბოლო წუთებზე. 2001 წელს, მსგავსი გოლის წყალობით, შენ გახდი გერმანიის ჩემპიონი. საიდან აქვს "ბაიერნს" ეს თვისება?
იანკერი: "ეს თვისება ყოველთვის იყო "ბაიერნის" განმასხვავებელი ნიშანი. არა აქვს მნიშვნელობა, გოლს როდის გაიტან, პირველ თუ 91-ე წუთზე. ეს ხარისხის საკითხია და სურვილი იმისა, რომ იბრძოლო ბოლომდე, "ბაიერნის" შემადგენლობაში კი ყოველთვის იყვნენ ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები. რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევებისთვის საჭირო ცოტაოდენი იღბალიც არის, თუმცა მთავარი ეს - სურვილია. მე მსგავი შემთხვევების გადატანაც მომწევია და თან სხვა მიმართულებით."

პატრიკ ანდერსონის გოლისგან, რომელიც საჯარიმოდან გაიტანა 2001 წელს, რა მოგონებები დაგრჩა?
იაკერი: " ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ბოლო შესაძლებლობა იყო იმისა, რომ მატჩის შედეგი შეგვეცვალა. იმ ეპიზოდის დასრულების შემდეგ იმწამსვე გაისმა ფინალური სასტვენის ხმა. გასაოცარია, მაგრამ ბურთი მაინც აღმოჩნდა კარის ბადეში. ე.ი ეს ასეც უნდა ყოფილიყო. 2001 წელს, როგორც 1999-ში, ჩვენ ბუნდესლიგის გამარჯვებულები გავხდით და, ამასთანავე, მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგაც."

1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარიკადების სხვა მხარეს აღმოჩნდი, როცა შენს გუნდს ბოლო წუთზე გაუტანეს...
იანკერი: "ეს ყველაზე საწყენია, რაც ოდესმე მოხდა ჩემს თავს. თუმცა ამაზე საუბარი მარტივია, როცა რამდენიმე წლის შემდეგ შენ მაინც იმარჯვებ ჩემპიონთა ლიგაზე." (იცინის).

ის დარტყმა შესაძლებელი იყო დაგევიწყებინა 2001 წლის წარმატებით?
იანკერი: " არა. 1999 წელს რომ ყველაფერი გამოსულიყო, მაშინ ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული ვიქნებოდი. ჩვენ ყოველთვის მეტი და მეტი გვინდოდა. ხანდახან ფეხბურთში აუხსნელი რაღაცები ხდება. მაშინ ჩვენ ძალიან გვეტკინა. მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო."

როგორც ყოფილი თავმდამსხმელი, შენ, ალბათ, ვარჯიშებზე თვალს ადევნებ რობერტ ლევანდოვსკის მოქმედებებს. როგორი შთაბეჭდილება დატოვა მან შენზე?
იანკერი: " ის შესანიშნავია. მას შესაფერისი ასაკი აქვს, ჩემთვის ის იდეალური ცენტრალური თავდამსხმელია."

რა ქმნის მას იდეალურ ცენტრალურ თავდამსხმელად?
იანკერი: " პირველ რიგში, მას გააქვს გოლები, რომელიც ხშირად პირველია მატჩში და არა - მეხუთე ან მეექვსე, თუმცა, ასეც ხდება, რადგან ის ამაში ოსტატია. ერთი მხრივ, ლევანდოვსკი ხშირად ხსნის ანგარიშს. გარდა ამისა, იგი იშვიათად კარგავს ბურთს, რობერტს კარგად ესმის თამაში. ის ხშირად მატებს თავდაჯერებულობას თანაგუნდელებს და თავით აძლევს პასებს, რომელიც გოლურ მომენტებს ქმნის. ამასთანავე, მას არ უნდა ვუწოდოთ ნელი."

მას შემდეგ, რაც დატოვე "ბაიერნი", გავიდა თითქმის 15 წელი. რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში ზებენერშტრასეზე?
იანკერი: " ყველაფერი გახდა უფრო მეტი. მაგალითად, დაემატა ერთი  სავარჯიშო მოედანი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაშინ არ გვქონიდა ცუდი პირობები, ახლა ბევრად უკეთესი გახდა."

შენ აქ ექვსი წელი გაატარე. უყურებ თუ არა რეგულარულად "ბაიერნის" თამაშებს?
იანკერი: " დრომ, რომელიც აქ გავატარე, შემცვალა. ორივე ჩემი შვილი ამ პერიოდში დაიბადა. მე აქ ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც შეიძლებოდა. "ბაიერნში" ყოფნის პერიოდი არაჩვეულებრივი იყო, ამიტომ მე ვაგრძელებ გუნდის თამაშის ყურებას და ეს არ დასრულდება."

დაბოლოს: როგორ არის შენი ნიშნობის ბეჭედი ახლა, როცა შენ აღარ თამაშობ?
იანკერი: (იცინის) " ახლა მე ვკოცნი მხოლოდ ჩემს ცოლს, რადგან მეტი გოლი არ გამაქვს. თუმცა ბეჭედთან ყველაფერი რიგზეა, ჩვენ კვლავაც ბედნიერები ვართ ქორწინებაში."

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
კარსტენ იანკერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა