...

გერმანიის ნაკრებმა მიულერის დუბლით იმარჯვა

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრები მიიღო და 3:0 დაამარცხა. იოახიმ ლიოვის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფს ექვსი ქულით ლიდერობს.

"ბუნდესნაკრებმა" თავიდანვე აქტიურად დაიწყო და ორი კარგი მომენტის შემდეგ მიზანსაც მიაღწია. გერმანელების სწრაფი შეტევა, გიოტცე-იოზილი-მიულერის ლამაზი კომბინაციით და ტომასის გოლით დაგვირგვინდა. იოახიმ ლიოვის გუნდმა შეტევები განაგრძო, ჰქონდა მომენტი იულიან დრაქსლერს, იმავე მიულერს, გიოტცეს, მაგრამ გოლი აღარ გასულა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმის დებიუტში ჯოშუა კიმიხის დაბალ პასს ტონი კროოსი გამოეხმაურა და თავის სტილში ლამაზი დარტყმით დაბალ კუთხეში ჩასვა. წერტილი კი ისევ მიულერმა დასვა, რომელმაც იონას ექტორის კარგი ჩაწოდებით ისარგებლა - 3:0.

გერმანიის ნაკრებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, განსაკუთრებით კი "ბაიერნის" მოთამაშეებმა. ტომას მიულერმა დუბლი გაიფორმა, ჯოშუა კიმიხი ძალიან აქტიური და სასარგებლო იყო, ჟერომ ბოატენგმა თავისი დიდებული გრძელი პასებით ჩეხებს უამრავი პრობლემა შეუქმნა, მატს ჰუმელსი საიმედოდ იდგა დაცვაში, ხოლო მანუელ ნოიერმა ერთი საოცარი სეივი განახორციელა.

გერმანია 3:0 ჩეხეთი

გოლები: 1:0 - მიულერი (13'), 2:0 - კროოსი (49'), 3:0 - მიულერი (65').

გერმანია: ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ექტორი (ჰიოვედესი 68') - კროოსი (გიუნდოგანი 76'), ხედირა - მიულერი, იოზილი, დრაქსლერი (ბრანდტი 80') - გიოტცე.

ჩეხეთი: ვაცლიკი - კადრჟაბეკი, სივოკი, სუხი, ნოვაკი - პეტრჟელა (სკალაკი 69'), ხორავა, პაველკა (დროპა 63'), კრეიჩი - დოცკალი, ვიდრა (კადლეცი 76').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Mapa T.Dig
Mapa T.Dig | 12 აპრილი 2017 05:06
He was on his toes and produced a very good impression on them.
http://www.gorodservis.ru/nazvan-samsung.html
Despite the absurdity speak. They are kind and hospitable.
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა