დევნილობიდან ბაიერნის ვარსკვლავობამდე ფონზიმ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა

დევნილობიდან ბაიერნის ვარსკვლავობამდე ფონზიმ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა

მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალმა ვარსკვლავმა, ალფონსო დეივისმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"ჩემი საყვარელი მსახიობები იდრის ელბა და The Rock არიან. მიყვარს კომედიური ჟანრის ფილმები. ფეხბურთის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ბედი სამსახიობო კარიერაშიც ვცადო."

"თავდაპირველად გერმანული ენის სწავლა გამიჭირდა. თუმცა, თანაგუნდელებისა და მთლიანად გუნდის დახმარებით ნელ-ნელა ყველაფერი უმჯობესდება. ბავარიულად უკვე შემიძლია ეს სიტყვები ვთქვა: "მე ვარ ფონზი."

"ჩემი მიღწევებით კმაყოფილი ვარ, თუმცა, უფრო მეტად მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა."

"ბაიერნში ჩემი მიზანი რაც შეიძლება მეტი მატჩისა და ტიტულის მოგებაა. ეს ის გუნდია, სადაც ყოველთვის და ყველგან მხოლოდ გამარჯვებას ელოდებიან."

"მოსვლიდან მალევე ვისწავლე სიტყვები: "მია სან მია." ჩვენ ვართ ერთი ოჯახი და კარგ თუ ცუდ დროს ერთმანეთს ვუდგავართ გვერდში."

"თავისუფალ დროს ვცდილობ გერმანული ენა ვისწავლო. როგორც ყველა თინეიჯერს, მიყვარს კომპიუტერული თამაშები და მულტფილმებიც. ეს ენის სწავლაშიც მეხბარება."

"როდესაც წარსულში ვიყურები, ეს გარკვეულწილად ემოციურია. კარგად არ მახსოვს დევნილთა ბანაკი და როგორ გამოვიარე ის ოჯახთან ერთად, თუმცა, მარტივი არ ყოფილა. შემდეგ იყო კანადა, რომელმაც ყველაფერი მომცა - განათლება, ფეხბურთი და მომავლის შანსი. შემდეგ კი გავიგე, რომ "ბაიერნს" უნდოდა ჩემი დამატება. ეს ოცნების ასრულებას ჰგავდა."

"გაეროს დევნილთა ბანაკების დახმარება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მინდა, მათ ამ ქმედებით ერთგვარი მადლობაც გადავუხადო."

"ბაიერნში ვინგერად მოვედი, თუმცა, ახლა უკვე მარცხენა მცველის პოზიციაზე ვთამაშობ. ჩემს მომავალსაც სწორედ ამ ადგილზე ვხედავ."

"საფეხბურთო მოედანზე ჩემი კუმირი ლიონელ მესია. მან და რონალდუმ უდიდესი ეპოქა შექმნეს. თანატოლებთან ხშირად ვდაობდი, თუ რომელია საუკეთესო. მინდვრის გარეთ კუმირი ჩემი მწვრთნელია, რომელმაც ყველაფერი მასწავლა."

"და ბოლოს, მინდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს მივმართო. იყავით ვინც ხართ, ითამაშეთ მუდამ ღიმილით და მიიღეთ სიამოვნება მინდორზე გატარებული ყოველი წამით." - განაცხადა დეივისმა.


30-04-2020, 00:17
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0