...

ბაიერნი ზაფხულში ჩინეთსა და სინგაპურში გაემგზავრება

2015 წელს მიუნხენის "ბაიერნმა" აზიაში წარმატებული შეკრება გაიარა და ახლა, 2017/18 წლების სეზონის წინ, იგივეს გააკეთებს.

როგორც "რეკორდმაისტერის" პრესსამსახური იტყობინება, 2017 წლის 16 ივლისიდან 26 ივლისამდე მიუნხენელები ჩინეთსა და სინგაპურში იქნებიან, სადაც ევროპულ კლუბებთან ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებენ.

19 ივლისს, ოთხშაბათს, მიუნხენური კლუბი შანხაიში აუდის თასის ეგიდით ინგლისის 13 გზის ჩემპიონ ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდება. სამ დღეში კი ჩემპიონთა ლიგის შვიდგზის მფლობელ "მილანს" უკვე შენჟენში შეხვდება.

მომდევნო დღეებში კი "ბაიერნი" სინგაპურში გადაინაცვლებს და საერთაშორისო ჩემპიონთა თასში ჩაებმება. 25 ივლისს "რეკორდმაისტერი პრემიერ ლიგის ამჟამინდელ ლიდერ ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება.

27 ივლისს კი გერმანული გრანდი იტალიის 18 გზის ჩემპიონ მილანის "ინტერს" შეხვდება. ეს ამხანაგური მატჩიც სინგაპურში გაიმართება და ამით "ბაიერნის" აზიური ტურნე დასრულდება.

"ბაიერნი" ჩინეთში აქამდე ორჯერ, 2012 და 2015 წლებში, იმყოფებოდა. აუდის თასის ტურნე კი ჩინეთში მეორედ გაიმართება. "აუდის თასის ტურნე ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ჩვენი ბრენდის საყოველთაო განვითარებას ემსახურება. ჩინეთში დააახლოებით 135 მილიონი "ბაიერნის" ფანია და ეს კლუბი სამხრეთ აზიაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამიტომ, მოხარულნი ვართ, რომ შანხაისა და შენჟენში "მეგობრულ ტურნეს" გავმართავთ და საკუთარ გუნდს ივლისში კიდევ ერთხელ წარვადგენთ. სინგაპურში გასამართ მაღალი დონის მატჩებს სულმოუთმენლად ველოდებით", - აცხადებს "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს წევრი, იორგ ვაკერი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა