...

ბაიერნმა ფრაიდლი გაიფორმა

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Sport1" იტყობინება, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარი აკადემიის ახალგაზრდა ტალანტს, მარკო ფრაიდლს, ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ფრაიდლის ხელშეკრულება, რომელიც ავსტრიის 19 წლამდელთა ნაკრებისა და გერმანული გრანდის 19 წლამდელთა გუნდის წევრია, ძალაში ზაფხულიდან შევა და მომდევნო სეზონში ის უკვე პირველი გუნდის განაცხადში იქნება.

ბოლო პერიოდში კარლო ანჩელოტი 18 წლის ავსტრიელს ვარჯიშებზე ხშირად იწვევდა და მას ინტენსიურად ტვირთავდა. გარდა ამისა, მარკომ წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზეც კატარში აქტიური მონაწილეობა მიიღო.
 

"ფრაიდლმა თავი კარგად წარმოაჩინა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მას მთავარ გუნდში ადგილის დამკვიდრება შეუძლია", - აღნიშნა "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ჰერმან გერლანდმა.

მარკო ფრაიდლი ამპლუით მარცხენა მცველია, მაგრამ დაცვის ცენტრში და ნახევარდაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში. ის "ბაიერნის" აკადემიაში 2008 წლიდან ირიცხება.

მიმდინარე სეზონში, "ბაიერნის" 19 წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში, სულ 26 მატჩი ჩაატარა (აქედან ექვსი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე), შვიდი გოლი გაიტანა და სამი ასისტი გააკეთა, რაც უკანა ხაზელისთვის ბრწყინვალე მაჩვენებელია.


როგორც ჩანს, ული ჰიონესმა საკუთარი გეგმის განხორციელება დაიწყო და "ბაიერნი" ამიერიდან საკუთარ ტალანტებს უფრო მეტ შანსს მისცემს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
მარკო ფრიდლი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა