ვან გაალმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა

ვან გაალმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, ლუი ვან გაალმა, სამწვრთნელო კარიერა დაასრულა.

67 წლის ლუიმ ამის შესახებ ჰოლანდიურ ტელეარხთან საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას ოჯახის გამო იღებს.

"ახლა პენსიონერი ვარ. არანაირი ამბიცია არ მაქვს, რომ ტექნიკური დირექტორი ან სატელევიზიო ექსპერტი გავხდე.

ჩემმა მეუღლე ტრუუსმა 22 წლის წინ ჩემს გამო სამსახური დატოვა და საზღვარგარეთ გამომყვა. მე კი მას ვუთხარი, რომ 55 წლის ასაკში დავასრულებდი კარიერას, მაგრამ 65 წლამდე მაინც გავაგრძელე.

მას აქვს უფლება, რომ ჩემთან ერთად დატკბეს ცხოვრებით ფეხბურთის გარეშე. შემიძლია გითხრათ, რომ ის ძალიან ბედნიერია", - განაცხადა ვან გაალმა.

ლუი ვან გაალს გენიალური სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა - 1991-97 წლებში ის ამსტერდამის "აიაქსს" ხელმძღვანელობდა და 11 ტიტული მოიგო, მათ შორის 1995 წლის ჩემპიონთა ლიგა და 1992 წლის უეფას თასი.

შემდეგ ლუიმ "ბარსელონაში" (1997-2000), ჰოლანდიის ნაკრებში (2000-2002), ისევ "ბარსაში" (2002-03), "ალკმაარში" (2005-09) იმუშავა და 2009 წლის ზაფხულშ მიუნხენის "ბაიერნს" ჩაუდგა სათავეში.

ვან გაალმა "რეკორდმაისტერს" პირველივე სეზონში დუბლი მოაგებინა: ბუნდესლიგა და გერმანიის თასი და 2001 წლის შემდეგ პირველად გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მილანის "ინტერთან" 0:2 დამარცხდა.

ლუიმ მიუნხენური გრანდი 2011 წლის გაზაფხულზე დატოვა, მაგრამ "ბაიერნის" განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და კლუბს ისეთი ტალანტები აღმოუჩინა, როგორებიც დავიდ ალაბა, ჰოლგერ ბადშტუბერი და თომას მიულერი იყვნენ.

2012-14 წლებში ვან გაალი ჰოლანდიის ნაკრებს მეორედ ჩაუდგა სათავეში, ხოლო ბოლოს 2014-16 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედს" უხელმძღვანელა.


12-03-2019, 13:35
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0