...

რუმენიგე: "ბაიერნი, როგორც ბრენდი, მხოლოდ რეალს ჩამოუვარდება"

მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, საკუთარ კლუბზე ისაუბრა.

ლეგენდარული გერმანელი მიიჩნევს, რომ "რეკორდმაისტერი" პოპულარობითა და პრესტიჟით მსოფლიოში მხოლოდ ერთ კლუბს ჩამოუვარდება.

"ვფიქრობ, რომ "ბაიერნი", როგორც ბრენდი, მხოლოდ მადრიდის "რეალს" ჩამოუვარდება. ამ კლუბის შემდეგ უკვე ჩვენ, "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მოვდივართ.

ეს სამი კლუბი ერთსა და იმავე დონეზე იმყოფება. სპორტული თვალსაზრისით ახლა ისეთი სტაბილურები ვართ, როგორც არასდროს. გარდა ამისა, "ბაიერნი" ეკონომიკური თვალსაზრისითაც განვითარდა და უკვე დამოუკიდებელი კლუბია", - აცხადებს რუმენიგე.

გერმანულმა გრანდმა პროგრესი 2009 წლიდან დაიწყო, როდესაც გუნდი ლუი ვან გაალმა ჩაიბარა და პირველივე სეზონში დიდი წარმატება მოუტანა: ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი.

შემდეგ იყო იუპ ჰაინკესი, რომელმაც "ბაიერნს" ტრებლი მოაგებინა, ბოლოს კი პეპ გვარდიოლა, რომელმაც მიუნხენელები, სათამაშო თვალსაზრისით, ახალ დონეზე აიყვანა, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტიტულისათვის კარლო ანჩელოტი იბრძვის.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
რუმენიგე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
ZURGEN
ZURGEN | 16 მარტი 2017 13:44
რეალიც უნდა ჩავხიოთ fcb
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა