...

პრევიუ: გერმანია - ჩრ.ირლანდია

დღეს ევროპაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტური დასრულდება და გერმანიის ნაკრებიც ოქტომბრის შეკრებას დაასრულებს. "ბუნდესთიმი" ჰანოვერში ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს და მორიგი სამი ქულის მოპოვებას ეცდება.

გერმანია - ჩრ.ირლანდია

ჩემპიონატი: მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლი, ჯგუფური ეტაპი, III ტური
თარიღი: 22:45 საათი, 11 ოქტომბერი
სტადიონი: HDI არენა, ჰანოვერი
მთავარი მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)
პირდაპირი ტრანსლიაცია: Матч! Футбол 3

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა
სამი დღის წინ გერმანიის ნაკრებმა მორიგი წარმატებული თამაში ჩაატარა და ჰამბურგში ჩეხეთის ეროვნული გუნდი საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა - 3:0. მორიგი დიდებული მატჩი ჩაატარა ტომას მიულერმა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში უკვე ოთხი ბურთი დააგროვა. მორიგი შესანიშნავი შეხვედრა მიითვალა ანგარიშზე ჯოშუა კიმიხმა და აღსანიშნავია ჟერომ ბოატენგის დაბრუნებაც, რომლის თანდემი მატს ჰუმელსთან კვლავ დიდებულად გამოიყურება. იოახიმ ლიოვის გუნდმა მართლაც უნაკლო თამაში ჩაატარა, ამიტომ დღეისთვის სერიოზული ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. უბრალოდ, შესაძლოა, შანსი მიეცეს "მანჩესტერ სიტის" ცენტრალურ ნახევარმცველს, ილქაი გიუნდოგანს, რომელიც სემი ხედირას მაგივრად გავა მინდორზე და ტონი კროოსს დაეხმარება. "ბუნდესნაკრები" ეცდება, რომ ოქტომბერიც კარგ ხასიათზე დაასრულოს.

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა წინა ტურში სან-მარინოს უმასპინძლა და მარტივად, 4:0 იმარჯვა. შეხვედრის გმირი კაილ ლაფერტი გახდა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და მინდორზე მეორე ტაიმის ბოლოს შევიდა, მაგრამ დაახლოებით ათ წუთში დუბლი გაიფორმა და საგოლე პასის გაკეთებაც მოასწრო. ლაფერტი დღეს აუცილებლად სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ლაფერტი ჩრდილოეთ ირლადიელთა მთავარი დამრტყმელი ძალაა, მაგრამ არც გუნდის კაპიტანი, სტივ დევისი, უნდა დავივიწყოთ. მაიკლ ო'ნილს კარგად ორგანიზებული და დაცვითი გუნდი ჰყავს, რომელმაც ერთხელ უკვე სცადა ბედი იოაახიმ ლიოვის კოლექტივთან და კვლავ ეცდება "ბუნდესთიმისთვის" პრობლემების შექმნას.

გერმანიის ეროვნული ნაკრები მართლაც საუცხოო ფორმაშია და სავარაუდოდ, მორიგი სამი ქულა უნდა ჩაიწეროს აქტივში.

სავარაუდო შემადგენლობები
გერმანია: ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ექტორი - კროოსი, გიუნდოგანი - მიულერი, იოზილი, დრაქსლერი - გიოტცე.

ჩრ.ირლანდია: მაკგოვერნი - მაკლაინი, ევანსი, მაკოული, ფერგიუსონი - დალასი, ნორვუდი, მაკნეირი, სტივ დევისი - უორდი - ლაფერტი.

საინტერესო ფაქტები
  • მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ისტორიაში ერთადერთი თამაში აქვს წაგებული (38მ, 11ფ). ეს 2001 წლის 1 სექტემბერს მოხდა, როდესაც "ბუნდესთიმი" მიუნხენში ინგლისის ნაკრებთან სამარცხვინოდ დამარცხდა - 1:5.

  • გერმანიამ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები ამ ზაფხულს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, უკვე დაამარცხა. იოახიმ ლიოვის გუნდმა პარიზში მარიო გომესის ერთადერთი გოლით იმარჯვა.

  • მანამდე კი ეს გუნდები ერთმანეთს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც გერმანელებმა ოთხი თამაში მოიგეს და სამი ფრედ დაასრულეს.

  • 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში "ბუნდესთიმმა" ჩრ.ირლანდია სტუმრად 3:1 დაამარცხა, მაგრამ შინ ვერ მოუგო - 1:1.

  • 2000 წლის ევრო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი გერმანიამ ორივე თამაში მარტივად მოიგო: ბელფასტში 3:0 და დორტმუნდში - 4:0.

  • ჩრ.ირლანდიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლო 15 თამაშიდან მხოლოდ ორი აქვს მოგებული.

  • გასვლაზე კი ბრიტანელებს ბოლო მუნდიალის შესარჩევში 2009 წლის შემდეგ არ მოუგიათ (5ფ, 3წ). მაშინ ჩრდილო ირლანდიელებმა სტუმრად სან-მარინო დაამარცხეს - 3:0.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პრევიუ გერმანიის ნაკრები
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
sasaraki
sasaraki | 11 ოქტომბერი 2016 18:59
ლინკები არ იქნებაა?!
Olga Y.neump
Olga Y.neump | 2 ოქტომბერი 2017 12:38
Я и K негодуют, является скопированным что посмотрел, но я бы намекнул тут обратиться к www.autoprichal.ru
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა