ბუნდესლიგის 30-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ლევერკუზენის "ბაიერს" ესტუმრა და დამაჯერებელი ანგარიშით, 1:4 დაამარცხა.
პირველი გოლის გატანა მასპინძლებმა მე-10 წუთზე შეძლეს, თუმცა, ეს იყო და ეს. დარჩენილ 80 წუთში "რეკორდმაისტერმა" მეტოქეს ოთხჯერ უპასუხო გოლი გაუტანა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
იხილეთ მიმოხილვა: